ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
ანა ქსოვრელის წარმატება
border
ანა ქსოვრელი, 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეორე პოზიციაზეა, 100%-იანი გრანტი აქვს და კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტზე სწავლობს:
ანა ქსოვრელის წარმატება
''ჩემი არჩევანი მიზეზთა ერთობლიობამ განაპირობა. ცოტა შორიდან დავიწყებ...ზოგადად, არაერთხელ მსმენოდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში შექმნილი კომფორტული გარემოს, კვალიფიციური ლექტორების, ხარისხიანი სასწავლო პროცესისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებში სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების შესახებ.
თავად პირველად ორი წლის წინ მოვხვდი აქ კერძო სასკოლო ოლიმპიადების მეშვეობით, რომელთა თანაპარტნიორი და ტურების მასპინძელი #იბსუ იყო. თავიდანვე მოვიხიბლე აქ არსებული წესრიგითა და გამართული ინფრასტრუქტურით. ამას დაემატა მათემატიკის ოლიმპიადაზე გამარჯვებისთვის მიღებული 1500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რითაც ინტერესი გამიღვივდა და იბსუს ვებგვერდზე აბიტურიენტთათვის განკუთვნილ ინფორმაციებს გავეცანი. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც აღმოვაჩინე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფო გრანტის მიმღებ აბიტურიენტთათვის დაწესებული შიდა შეღავათები, ე.წ. "გრანტს+გრანტი", რომლის გათვალისწინებით შანსი მეძლეოდა უფასოდ მესწავლა ასეთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში.
ყოველივე ზემოხსენებულმა საკმაოდ სერიოზული მოტივაცია მომცა. ამას ისიც დაემატა, რომ შარშან ჩემი უფროსი და აქ ჩაირიცხა და პირველივე დღეებიდან აქტიურად ჩაება სხვადასხვა სტუდენტურ აქტივობაში. ყოველ საღამოს აღტაცებით მიყვებოდა განვლილი დღის საინტერესო და ნაყოფიერ სამუშაო პროცესებზე, რაც კიდევ უფრო მიძლიერებდა აქ მოხვედრის სურვილს და შესაბამისად, შედეგი სახეზეა - დღეს მეც იბსუელი ვარ!
კარგად მაქვს გააზრებული სად და რისთვის მოვედი. ვიცი რამდენად დახვეწილი და ხარისხიანია სასწავლო პროცესი იბსუში. რამდენად მრავალფეროვანია სტუდენტური კლუბები და აქტივობები, რაც ნებისმიერ ჩვენგანს საშუალებას გვაძლევს საკუთარი ინტერესების გამოვლენისა და პოტენციალის რეალიზებისთვის.
დარწმუნებული ვარ, იბსუში მიღებული ცოდნით მომავალში ჩემი საქმის პროფესიონალი და წარმატებული ადამიანი გავხდები.
ყველა აბიტურიენტს ვურჩევ პირველ რიგში სწორად განსაზღვრონ საკუთარი პრიორიტეტები, დაისახონ მიზანი და ჯიუტად იარონ მისკენ. მაქსიმალური კონცენტრირებაა საჭირო სასწავლო პროცესზე. ბევრს ჰგონია, რომ რეპეტიტორის გარეშე ცოდნის მიღება შეუძლებელია, რაც მცდარი აზრია და ამის დასტურად მე და ჩემი დაც გამოვდგებით. მთავარია მონდომება, მობილიზება, ემოციური წონასწორობის შენარჩუნება და საკუთარი თავის რწმენა. კლასგარეშე, დამატებითი მასალისა და ტესტების მოძიება-გააზრება, დამოუკიდებლად მუშაობა საკმაო ნებისყოფას საჭიროებს, თუმცა საბოლოოდ სასურველი შედეგი მოაქვს.
შეუძლებელი არაფერია, ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ.
რაც შეეხება უნივერსიტეტის არჩევანს, ჩემთვის "იბსუ" უალტერნატივოა აქ არსებული სასიამოვნო გარემოთი, სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესითა და ხარისხით, ფინანსური შეღავათებით, დაცულობით, სოციალური აქტივობებით, სხვადასხვა თემაზე ღია სემინარებითა და სტუმარ-მასპინძლობით.
იბსუ მოტივატორია! - არჩევანი თქვენზეა.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)