ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სტუმრად ზ. ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში
border
სკოლა-„კანდიდი“-ს V კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ ზ. ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს. ექსკურსიას უძღვებოდა ქ-ნი ვიკა სითაძე-დავითაშვილი, რომელმაც გამოფენილი სურათების მიხედვით ისაუბრა ზ. ფალიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. მუზეუმში წარმოდგენილი ნივთების დახმარებით: ვალტორნა, გრამ-ფირფიტა, ფის-გარმონია და სხვა. მოსწავლეებს კიდევ უფრო გაუღრმავდათ ცოდნა კომპოზიტორის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. მათ წარმოდგენა შეექმნათ, როგორ მეცადინეობდა ზაქარია ვალტორნაზე; გრამაფონი ინახავდა საიდუმლოს იმის შესახებ, თუ როგორ დადიოდა იგი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქართული სიმღერების შესაგროვებლად. ოპერა „აბესალომ და ეთერის“ კოსტუმებმა გაახსენათ ოპერის სიუჟეტი და მისი შექმნის ისტორია . მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ზაქარიას სამუშაო ოთახმა, სადაც იქმნებოდა კომპოზიტორის უამრავი ნაწარმოები და როიალმა, რომელზეც იწერებოდა ეს ოპერები.
სტუმრად  ზ. ფალიაშვილის  მემორიალურ სახლ-მუზეუმში
ბოლოს ბავშვები გავიდნენ სასტუმრო ოთახში, სადაც იკრიბებოდნენ იმ დროის გამოჩენილი მოღვაწენი: პ. ამირანაშვილი, გუნია, ი. ჯავახიშვილი და სხვანი. აქ მათ მოისმინეს ნაწყვეტი ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“-„წამწამსა და წამწამს შუა“- გადაკეთებული ვიოლინოს ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის, პირველი ქართული რომანსი, რომელიც ნაბეჭდი სახით შემოგვრჩა:ლ. მიზანდარის „ჩვენ დავშორდით“-სოპრანოსა და ფ/პ-თვის, მელოდია-ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის, რომანსი-ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, მ. მერაბიშვილის -„შემიყვარდი“- სოპრანოსა და ფორტეპიანოსათვის, ლ. მიზანდარის-„გროტესკი“-ვიოლინოს, ფლეიტისა და ფ/პ-თვის, ვ. აზარაშვილის -„ნოქტიურნი“ -ვიოლინოს, ფლეიტისა და ფ/პ-თვის და სხვა.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)