ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
უსაფრთხოების კვირეული
border
სკოლა "კანდიდში" უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა კლასში ჩატარდა მოსწავლეთა პროექტებით შექმნილი პრეზენტაცია თემაზე "არა ძალადობას, არა ბულინგს",სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს თხზულებები და საპრეზენტაციო მასალა ამ თემასთან დაკავშირებით. ჩამოაყალიბეს საკუთარი დამოკიდებულება, შინაგანი განწყობა,აღნიშნეს, რომ ძალადობის ყოველგვარი გამოვლინება დაუშვებელია.
უსაფრთხოების კვირეული
შესაძლებელია მისი პრევენცია მოლაპარაკებებითა და ურთიერთ დახმარებით. ამასთანავე დამრიგებლებიც აქტიურად ჩაერთვნენ აღნიშნულ კამპანიაში და ცნობიერების კიდევ უფრო ასამაღლებლად თავის მხრივ სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს. კვირეულის მიზანიც სწორედ ეს იყო- გაეაზრებინათ მოზარდებს ძალადობის საშიშროება.დაენახათ საკუთარი თვალით სხვისი გრძნობები და ჩამოყალიბებულიყო მათში ემპათიის უნარი.სკოლამ საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ პრევენციული გზები ყოველთვის გამართლებულია და ამიტომ ცდილობს მორალურ ღირებულებებზე ზრუნვით შექმნას უსაფრთხო და დაცული სასკოლო გარემო.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)