ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
ღია გაკვეთილი X ბ კლასში
border
2017 წ. 18 დეკემბერს შპს სკოლა „კანდიდიში“ X ბ კლასში რუსული ენის პედაგოგმა მზია ყოინაშვილმა ჩაატარა შიდა დაკვირვების ღია გაკვეთილი, რომლის თემა იყო პეტრე პირველი.
ღია გაკვეთილი X ბ კლასში
გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს შესძლებოდათ მათთვის ნაცნობ თემაზე ლაპარაკი, ზეპირი მოხსენების წარმოდგენა-პრეზენტაცია, ასევე თანამშრომლობა გუნდის წევრებთან პრობლემის გადასაჭრელად. მათ უნდა შეეჯამებინათ პეტრე პირველის ცხოვრება და მოღვაწეობა, მომხდარიყო მისი დახასიათება სახელმძღვანელოს ტექსტისა და მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით.
მოსწავლეებმა თავი კარგად გაართვეს საშინაო დავალებას, სადაც მათ უნდა დაესვათ კითხვები სახელმძღვანელოს ტექსტზე და გაეცათ პასუხები. კითხვა- პასუხის წყვილებში მუშაობის რეჟიმმა აჩვენა, რომ მოსწავლეები კარგად გადმოსცემენ შესწავლილ მასალას .
აქტივობა - მოსმენისას კლასმა კარგად გაართვა თავი მიცემულ დავალებას.ამ აქტივობის შემდეგ ჯგუფის ლიდერებმა მოახდინეს ისტ მოძიებული მასალის პრეზენტაცია. მათ მიზნობრივად ჰქონდათ სლაიდები პეტრე პირველის და მისი ოჯახის წევრების პორტრეტების სახით.
დიაგრამების შევსებამ აჩვენა, რომ გაკვეთილის მიზანი მიღწეულია. მათ ჩამოაყალიბეს და და სწორედ განსაზღვრეს პეტრე პირველის მოღვაწეობის სფეროები, წლები, და სახელმძღვანელოში მოცემული დიაგრამის შევსება და ცხოვრების შეჯამებაც ინტერესით მოხდა.
მოსწავლეებმა შეავსეს თვითშეფასების რუბრიკები, სადაც გამოჩნდა, რომ მათ დადებითად შეაფასეს მიმდინარე გაკვეთილი.
პედაგოგი: მზია ყოინაშვილი
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)