ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
ინტეგრირებული გაკვეთილი ბიოლოგია- ფიზიკაში.
border
ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბიოლოგია- ფიზიკაში. გაკვეთილის თემა იყო ,,დიფუზია და გარემო’’ . გაკვეთილზე მუშაობდნენ ამავე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები და საგნის პედაგოგები: ბიოლოგია-ე. მოლაშხია . ფოზიკა- ხ. ლომიძე. მოსწავლეებმა გამოავლინეს მასალის საფუძვლიანი ცოდნა . თემასთან დაკავშირებით განიხილეს ბუნებაში მიმდინარე მოვლენები წამოაყენეს ჰიპოთეზები და ჩაატარეს პრაქტიკული სამუშაოები , რათა დაემტკიცებინათ თავიანთი ვარაუდები. დაკვირვებისათვის გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ტიპის ნივთიერებები.
გაკვეთილს ესწრებოდნენ ფიზიკის მასწავლებელი : იზოლდა გომიაშვილი, სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერი მერი ქვრივიშვილი, დირექტორის მოადგილე თამარ კობახიძე, მათემატიკის მასწავლებელი მაია გელაძე. ტექნიკური მხარე უზრუნველყო ინფო მენეჯერმა თამაზ ქვრივიშვილმა.
15.12 2011
ვრცლად......
ინტეგრირებული  გაკვეთილი  ბიოლოგია- ფიზიკაში.
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ბიოლოგია-ფიზიკა -ში
გაკვეთილის თემა: დიფუზია და გარესამყარო
სწავლების საფეხური: საბაზო
კლასი: მე- 8
მოსწავლეთა რაოდენობა : 20
ინტეგრირებული საგნები:
ბიოლოგია მასწავლებელი ე. მოლაშხია
ფიზიკა მასწავლებელი ხ. ლომიძე
ჩატარების ადგილი: ბიბლიოთეკა
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 60 წთ
ჩატარების რიცხვი და დრო: 15 .12. 2011 13:00
გაკვეთილის სასწავლო მიზნები:
• მოსწავლეები შეისწავლიან რას ეწოდება დიფუზია, როგორ მიმდინარეობს იგი მყარ, თხევად, აირად ნივთიერებებსა და ცოცხალ ორგანიზმებში.
• მოსწავლეები ექსპერიმენტული სამუშაოს შესრულებისას გამოიკვლევენ, გაანალიზებენ ნივთიერების ერთმანეთთან შერევის თავისებურებებს.
• მოსწავლეები შეძლებენ დამოუკიდებლად დაგეგმონ და წარმართონ მარტივი ექსპერიმენტები.
• მოსწავლეები აღწერენ ექსპერიმენტის თანმიმდევრობას, თავის მოსაზრებებს გადმოსცემენ ცხრილებისა და გრაფების საშუალებით.
• მოსწავლეები შეაფასებენ დიფუზიის როლს ბუნებასა და ყოფა-ცხოვრებაში.
.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი:
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები (ფიზიკა) ბუნ.VIII. 6. მოსწავლე აღწერს ნივთიერების სამ აგრეგატულ მდგომარეობას.
. ატარებს ცდებს, იკვლევს დიფუზიის მოვლენას, მსჯელობს მის ხელშემწყობ და შემაფერხებელ ფაქტორზე;
. აკვირდება და მსჯელობს დიფუზიის როლის შესახებ ბუნებასა და ყოფა-ცხოვრებაში, მოჰყავს მაგალითები.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი (ბიოლოგია)
VIII.1 მოსწავლე აკავშირებს უჯრედის სტრუქტურას ფუნქციასთან .
. ინსტრუქციის თანახმად ატარებს ცდებს უჯრედში დიფუზიისა და
ოსმოსის ფუნქციის გამოსავლენად .ხსნის მათ მნიშვნელობას.
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1: ვსვამთ სამოტივაციო კითხვებს დიფუზიაზე. -10 წთ
აქტივობა 2: დიფუზიას განვიხილავთ მეცნიერულ დონეზე- 15 წთ
აქტივობა 3: დიფუზიის დაკავშირება ბუნებაში მიმდინარე -5 წთ
პროცესებთან
აქტივობა 4: ჯგუფური პრაქტიკული სამუშაო --------------10 წთ
აქტივიბა 5: დაკვირვების შედეგების ანალიზი-----------------5 წთ
აქტივობა 6: პეზენტაცია თემაზე ,,დიალეზი და დიფუზია’’—5 წთ
პრეზენტაცია თემაზე ,,ბროუნის მოძრაობა“-----5 წთ
აქტივობა 7. დასკვნითი ნაწილი- შეფასება.-----------------------5 წთ

მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები:
მთელი კლასი , ინდივიდუალური, ჯგუფური.
რესურსები:
სტიკერები , საწერ კალმები, კომპიუტერი. პროექტორი.
მინის გამჭვირვალე ჭიქები, ერთჯერადი ჩაი, შაქრის ნატერი, კალიუმ პერმანგანატის ფხვნილი, ზეთი, სუნამო, ბურთი.

გამოყენებული ლიტერატურა :
VIII კლასის- ფიზიკა ავტ: გ. გედენიძე , ე. ლაზარაშვილი.
VIII კლასი- ბიოლოგია ავტ: გოხელაშვილი, გეგეჭკორი.
დამხმარე სახელმღვანელოები: სამეცნიერო ენციკლობედია
სახალისო ფიზიკა
ინტერნეტ გვერდები:
www.wikipedia.org , www.google . ge, www.google.ru.
შეფასება: ფასედება პრეზენტაციის უნარი , დაკვირვების და ანალიზის გაკეთების უნარი.

15/12/ 2011.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)