ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
"წერის დღესასწაული"
border
სკოლა "კანდიდში" ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ საინტერესო აქტივობა დაგეგმა .5-6 კლასელებს შორის ჩატარდა მხატვრული წერის კონკურსი "წერის დღესასწაული" კონკურსის მიზანი იყო წერითი კულტურის ამაღლებისა და დახვეწისათვის მოტივაციის გაზრდა,რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნიკური პროგრესის პირობებში.
სკოლა სხვადასხვა აქტივობით მუდმივად ცდილობს მოსწავლეების ინტერესის გაღვივებას, წიგნიერებებისისა და წერის უნარ- ჩვევების გამომუშავება- დახვეწას ,სწავლისადმი ინტერესის გაზრდას, რაც თანამედროვე განათლების სისტემის მთავარი გამოწვევაა.კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა 1 ეტაპზე 70-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, შეირჩა მხატვრული ჩანახატის ფორმატი.მეორე ტურისათვის საუკეთესო ნაშრომების ავტორებისათვის ჩატარდა მასტერკლასი და დასკვნითი ტურისთვის მოსამზადებელი სამუშაო. შეირჩა თერთმეტი ფინალისტი : ანა ქვრივიშვილი, ნინო გიგანი, ნატალი წულაია, ნინო ხინჩიკაშვილი ,ნანა ალადაშვილი, თეკლა გეწაძე, ნიკოლოზ ახალაძე , ქრისტინე სიჭინავა, ლიზი ჭარბაძე ,გურამ ხორგუანი; აღსანიშნავია, თითოეული მონაწილის ინტერესი და მონდომება . განსაკუთრებით კი 5 გ კლასის მოსწავლეთა შედეგები ,რადგან ხუთი ფინალისტი სწორედ ამ კლასიდან იყო. გამოვლინდნენ !, !!, !!! ადგილის მფლობელები და ნომინაციის,, საინტერესო საკითხავი"გამარჯვებული. ყველა ფინალისტი დაჯილდოვდა ფინალისტის სიგელით, ხოლო გამარჯვებულები დიპლომებით. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ კონკურსის მონაწილეებს ლ.ასათიანის ლექსებზე შექმნილი კომპოზიცია მიუძღვნა ,რომელშიც მონაწილეობდნენ მეხუთე კლასის მოსწავლეები. მათ წაიკითხეს პოეტის ლექსები, გაიხსენეს მარად ახალგაზრდად დარჩენილი პოეტის შემოქმედებითი და ხანმოკლე ცხოვრების გზა ,რომელიც გამთბარი იყო მშობელი ხალხისა და მშობელი მიწის სიყვარულით. ლიტერატურული საღამოს დასასრულს სკოლის დირექტორმა ქ- მა მერი ქვრივიშვილმა დააჯილდოვა გამარჯვებული მოსწავლეები.
სკოლა,, კანდიდი ,,ულოცავს გამარჯვებულებს და უსურვებს მათ წინსვლასა და მომავალ წარმატებებს .
კონკურსის ,,წერის დღესასწაულის“ გამარჯვებულები:
,,1 ადგილი- ანა ქვრივიშვილი -6ბ კლ.
2 ადგილი -ნანა ალადაშვილი 5 გ კლ. თეკლა გეწაძე -5 გ კლ.
3 ადგილი ნინო ხინჩიკაშვილი 6 ა კლ.
ნომინაცია,,საუკეთესო საკითხავი"-ნიკოლოზ ახალაძე 5 გ კლ.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)