ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
"სტუმრად მზის შვილებთან"
border
მიმდინარე სასწავლო წლის 15 მარტს სკოლა კანდიდის მე-9(ბ) კლასის დამრიგებელმა და მოსწავლეება 21 მარტს დაუნის სინდრომით დაავადებულთა დღის აღნიშვნა გადაწყვიტეს.
მოსწავლეებმა შეიმუშავეს სპეციალური პროგრამა , შეიძინეს მრავალფეროვანი სათამაშოები , ტკბილეული და ეწვივნენ არასამთავრობო საზოგადოებას ,,მზის სხივები „ სადაც დახვდათ თბილი გარემო , აღმზრდელები, ფსიქოლოგები და ,რაც მთავარია, პატარები , რომლებსაც საოცრად თბილი გულები და თვალები ქონდათ. მე-9(ბ) კლასის მოსწავლეებმა სწრაფად მოახერხეს პატარების განებივრება სიმღერებით, ცეკვებით , მხიარული თამაშებით. ისინი გამოხატავდნენ ემოციებს , კმაყოფილებას , ერთობოდნენ და ხალისობდნენ. ვიზიტის ბოლოს დაგვიხატეს საკუთარი შეხედულებები , ზოგიერთმა მათგანმა ახსნა კიდეც თავისი შესრულებული ნახატი, ზოგმა ლექსი წაიკითხა , ზოგმა იმღერა და ასე გავიდა დრო... გვინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ამ ორგანიზაციის დირექტორს , რომლმაც ძალიან თბილად მიგვიღო , გაგვიმასპინძლდა და ,რაც მთავარია , საშუალება მოგვცა თუნდაც რამდენიმე საათით ურთიერთობა გვქონოდა ამ თბილ ბავშვებთან .
ეს დღე დიდხანს ემახსოვრებათ სკოლა კანდიდის მოსწავლეებს ვეცდებით უფრო ხშირი შეხვედრები გვქონდეს მსგავსი ტიპის ორგანიზაციებთან , რათა ერთად გავიფერადოთ ცხოვრება .
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)