ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
შ.რუსთაველის "ვეფხისტყაოსნი".
border
სკოლა "კანდიდის" V გ კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში(მასწავლებელი ქ. მაჩიტიძე) ჩატარდა ღია გაკვეთილი, თემა მიეძღვნა შ.რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის 850-ე წლისთავს.
მოსწავლეებმა ნაწარმოების თავიდან,, ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" თინათინის გამეფების ამბავი გაიაზრეს ,რომელიც თამარ მეფის გამეფების ლიტერატურული ინტერპრეტაციაა . მოსწავლეებს დაევალათ, ამოეცნოთ თინათინის გამეფების ქვეტექსტი და ჯგუფებში გაეაზრებინათ პერსონაჟის გამეფების მიზეზი ,შედეგი,მნიშვნელობა და საფრთხე.
შ.რუსთაველის
გაკვეთილი თავიდანვე საინტერესოდ და ხალისიანად ,სამუშაო რეჟიმში წარიმართა, ინტერაქტიური, მეთოდებით,რომლებიც მაღალი სააზროვნო უნარების გააქტიურებისათვის იყო გათვალისწინებული. პრეზენტატორებმა ქრისტინე სიჭინავამ, დავით ქვრივიშვილმა, ნიკა ჩიბირაშვილმა საინტერესოდ წარმოადგინეს ჯგუფების ნამუშევრები. იმსჯელეს რა,, დამალა "ავტორმა XII საუკუნეში შინაარსში და როგორ უკავშირდება ქვეტექსტი წარსულსა და თანამედროვეობას. კლასმა წარმოადგინა საკუთარი მოვალეობა ქვეყნისა და საკუთარი თავის წინაშე ფრაზეოლოგიზმების გამოყენებით. გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი მ.ქვრივიშვილი, ხარისხის მართვის მენეჯერი შ. ალაგარდაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ,ფასილიტატორი ე. ფსუტური, რომელებმაც გაკვეთილს მაღალი შეფასება მისცეს.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)