ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
ვიქტორინა
border
მუსიკის პედაგოგმა - მაია ჯინჭველაშვილმა მე-3 და მე-4 კლასებში ჩაატარა ვიქტორინა თემებზე :" ქართული ხალხური საკრავები", "კლასიკური საკრავები", "ზ. ფალიაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა"," სანოტო დამწერლობა", "ი. ჰაიდნის ცხოვრება და მოღვაწეობა"," ვ. ა. მოცარტის ცხოვრება და მოღვაწეობა".
ვიქტორინის მიზანი: გამოუმუშაოს მოსწავლეს საკუთარი დამოკიდებულება მუსიკალური ნაწარმოების, კომპოზიტორის, ჟანრის, სტილისა და ფორმის მიმართ, განუვითაროს წარმოსახვით- ასოციაციური აზროვნება და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები.
ვიქტორინა
ვიქტორინის მსვლელობისას მოსწავლეები მუშაობდნენ ინდივიდუალურად და ჯგუფურად, საერთო ჯამში ყველა იყო ჩართული. ვიქტორინა საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო პედაგოგის მიერ დაგეგმილმა მრავალფეროვანმა აქტივობებმა. თითოეული აქტივობის შემდეგ დაგეგმილი იყო შესაბამისი ნომინაცია, რომლითაც დაჯილდოვდა ვიქტორინის ყველა აქტიური მონაწილე. ნომინაცია დაგეგმილი იყო ჯგუფურ ნამუშევარზეც, სადაც გამოვლინდა საუკეთესო ჯგუფები. საინტერესოდ და მხიარულად წარიმართა აქტივობა, როდესაც მოსწავლეები მოსმენილი მუსიკალური მასალის შემდეგ საუბრობდნენ ასოციაციურ-წარმოსახვით შეგრძნებებზე და აკეთებდნენ ჩანახატს..
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)