ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
მასწავლებლად ყოფნის ერთი დღე
border
სკოლა ,,კანდიდის’’ თვითმართველობის წევრებმა 2018 წლის 20 მარტს ერთი დღით ჩაანაცვლეს საკუთარი მასწავლებლები. მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს და მათ მიერ ჩატარებული გაკვეთილები ისეთივე საინტერესო და ხარისხზე ორიენტირებული იყო, როგორც მათი მასწავლებლების. ასევე, საინტერესოდ წარიმართა ადმინისტრაციის ჩანაცვლების პროცესიც.
მასწავლებლად ყოფნის ერთი დღე
საბა ბალხამიშვილი – ჩემთვის დირექტორის როლში ყოფნა ძალიან საინტერესო იყო, თუმცა უნდა ვაღიარო, ეს ყველაფერი რთული და დამღლელი იყო. მე მქონდა უფლება მიმეღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ყველანაირად ვეცადე ვყოფილიყავი გამგები და ყურადღებიანი დირექტორი. ამ ყველაფერმა მაჩვენა თუ როგორი რთული და საპასუხისმგებლოა დირექტორობა. ეს დღე დარჩება ჩემს გონებაში საუკეთესო მოგონებად და ვიმედოვნებ სკოლა ,,კანდიდი’’ არ შეწყვეტს ასეთი ღონისძიებების ჩატარებას.
ხრისტო ნაჭყებია – დადებითი შთაბეჭიდელება დამრჩა მსგავსი აქტივობა ჩემი აზრით ეხმარება მოსწავლეს პასუხისმგებლობის გააზრებაში.
სალომე მუსელიანი – ეს დღე საკმაოდ დატვირთული და დამღლელი აღმოჩნდა,რომელმაც ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი.
გურამ თათენაშვილი (XIკლასი) – ჩემთვის, როგორც მოსწავლისთვის ყოველთვის საინტერესო და მიმზიდველი იყო მასწავლებლის როლში ყოფნა და როცა მომეცა ამის საშუალება მაქსიმალურად ვეცადე ბავშვებისთვის ვყოფილიყავი არა მოსაწყენი არამედ პირიქით საინტერესო და მხიარული მასწავლებელი. მათგან ისევე შეიძლება ბევრი რამის სწავლა, როგორც უფროსი ადამიანებისგან.
სალომე ბეწუაშვილი – ერთი დღით საკმაოდ ბევრი ვისწავლე და რაც მთავარია გავაანალიზე მასწავლებლის როლი, ამიტომ ვისურვებდი კიდევ ხშირად განმეორდეს მსგავსი დღე.

ნიკა ჩარაშვილი – ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება ჩვენი განვითარებისთვის თუ ეს ტრადიციად იქცევა და ხშირად იქნება მსგავსი ღონისძიებები სკოლაში.
სალომე როსტიაშვილი –სასწაული შეგრძნებაა როდესაც შენს გამოცდილებას სხვას უზიარებ და ენით აუღწერელი გრძნობა როცა ხვდები, რომ შეიძლება ეს მათთვის გამოსადეგი იყოს .
ქრისტინა ნაჭყებია –დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი და ვიქნებოდი ერთი დღით მასწავლებელი.
ნინი ვარსიმაშვილი – ჩემი აზრით, ეს აქტივობა ეხმარება მოსწავლეებს მასწავლებლების მოვალეობების გათვითცნობიერებაში. ამ აქტივობამ უკეთ დამანახა მასწავლებლების ყოველდღიური შრომა და კიდევ უფრო ვაფასებ მათ.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)