ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
"დედაენის კვირეული"
border
სკოლა ,,კანდიდმა,, ტრადიციულად აღნიშნა ქათული ენის დღისადმი მიძღვნილი "დედაენის კვირეული" კვირეულს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, რომლის წევრებმაც 5-12 კლასებში ჩაატერეს ლექცია- დისკუსია თემაზე"1978 წლის 14 აპრილის მოვლენები" კვირეული საზეიმოდ გახსნა სკოლის დირექტორმა მ.ქვრივიშვილმა
.მოსწავლეებს დედაენის დღე მიულოცეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა და მე-8 კლასის მოსწავლემ ქეთი მირცხულავამ .ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ მოსწავლეთა მონაწილეობით შეიმუშავა პროგრამა ,რომელიც მოიცავდა კვირეულის ფარგლებში ჩასატარებელ აქტივობებს .აღსანიშნავია , ყველა კლასის შემოქმედებითი აქტიურობა . მე- 5 ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე ,,არა ბარბარიზმებს ,, და ანიმაციური ფილმი, ხატოვანი გამოთქმები,ჩატარდა კედლის გაზეთების კონკურსი , ქართული ენის დაცვის თემატიკაზე. ესეს წერის კონკურსი ,,გახდი ავტორი,, გუნდური თამაში მე-5-მე-6 კლასისი მოსწავლეებს შორის საუკეთესო მკითხველი კლასის გამოსავლენად . კვირეულს მონიტორინგი გაუწია სკოლის დირექტორმა მ. ქვრივიშვილმა და სკოლის თვითმმართველობამ .,,დედაენის კვირეულის,, დასკვნით ეტაპზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
გამარჯვებულები
.,,გახდი ავტორი,,
I ადგილი -ზაზა ზერეკიძე--XI კლ.(დამრიგებელი ნანა თათენაშვილი)
I I ადგილი -ილია ცერცვაძე VI კლ.(დამრიგებელი- ნინო აბუაშვილი)
კედლის გაზეთების კონკურსი
I ადგილი VIIIა კლასი ( დამრიგებელი ნანა ჭიოკაძე)
II ადგილი VIII ბ კლასი ( დამრიგებელი ეთერი რაზმაძე)
I I I ადგილი- IXა კლასი(დამრიგებელი ნ. აბუაშვილი)
ყველაზე წიგნიერი კლასი
V გ კლასი - ( დამრიგებელი ეთერი რაზმაძე)
სკოლის დირექცია და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა ულოცავს გამარჯვებულებს და მადლობას უხდის ყველა მონაწილეს აქტიურობისა და საინტერესო კვირეულისათვის .
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)