ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სიკეთე გადამდებია
border
სკოლა "კანდიდში" უკვე ტრადიციად დამკვიდრდა ყოველწლიური საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის მოწყობა. დაეხმარო ბევრს რთულია, მაგრამ სიცოცხლე შეუმსუბუქო ადამიანს, აგრძნობინო მას თანადგომა, უპირველესი ადამიანური ვალდებულებაა.
მოგახსენებთ, რომ სკოლა "კანდიდის"მოსწავლეებისა და მშობლების უშუალო ჩართულობით ა.წ. 5 მაისს მოეწყო გამოფენა-გაყიდვა ჩვენი სკოლის მოსწავლის დედის, 34 წლის თეონა კობახიძის დასახმარებლად.
ღონისძიებაზე სიმბოლურ ფასად (1 ლარი) იყიდებოდა კუპონები, რომლის მეშვეობითაც გულისხმიერ ადამიანებს შეეძლოთ მოსიარულე დრამერების შოუსა და სხვადასხვა მუსიკალურ-საცეკვაო ნომრების ნახვა, სპორტულ აქტივობაში ჩართვა, ნახატებისა და სხვადასხვა კლასის მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების შეძენა, ორიგინალური კერძების დაგემოვნება და რაც ყველაზე მთავარია, მცირედი წვლილის შეტანა სასიკეთო საქმეში. ყველაზე საგულისხმო და ამაღელვებელი იყო მშობელთა ჩართულობის მაღალი დონე. შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა ოჯახს.
მადლობას ვუხდით თითოეულ კანდიდელს, რადგან ეს დღე მათ ადამიანურობის,თანაგრძნობის, სიყვარულის დღედ აქციეს.
სიკეთე გადამდებია
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)