ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
„ლეონარდო და ვინჩის“ ფინალისტი "კანდიდელი" ივერი ჯაჯანიძეა
border
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ ფინალისტი, სკოლა „კანდიდის“ კურსდამთავრებული, ივერი ჯაჯანიძე თიბისი ბანკის რჩეულია, რომელსაც ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნა.
სკოლა „კანდიდი“ ულოცავს ივერს ამ წარმატებას
„ლეონარდო და ვინჩის“ ფინალისტი
„თიბისი გალერეამ“ კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ფარგლებში ახალგაზრდა გამომგონებლებს უმასპინძლა. კონკურსში, რომელიც 2010 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ფარგებში ცხადდება, ჯამში 52–მა გამოგონებამ გაიმარჯვა. ამ ეტაპზე, კონკურსის მე–8 სეზონზე გალერეაში 18 პროექტი იყო წარმოდგენილი.
ახალგაზრდა მეცნიერების ყურადღების ცენტრში თითქმის ყველა აქტუალური თემა მოექცა – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, მაშველების, მეხანძრეების, მეშახტეების, სოფლის მეურნეობის და ა.შ. პრობლემები და საზოგადოებას საკითხების ახლებური გადაწყვეტის მათეული გეგმები შესთავაზეს:

საკონკურსო ნამუშევარი წელს პირველად წარადგინა ახალგაზრდა გამომგონებელმა ივერი ჯაჯანიძემ. ის ფიქრობდა, რომ აქამდე იდეა არ იყო მომწიფებული, ახლა კი კონკურენციისთვის მზადაა. როგორც ჩანს, ახალგაზრდაზე ძლიერი ზემოქმედება მოახდინა ტყიბულის შახტაში დატრიალებულმა ტრაგედიებმა, კანადის მაღაროში ვირტუალურად იმოგზაურა და გამოიგონა დეტექტორი – „შახტის მცველი“, რომელიც ყველა შესაძლო რისკ–ფაქტორს წინასწარ განსაზღვრავს. ახალგაზრდამ „თიბისის“ სპეციალური პრიზიც დაიმსახურა.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)