ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
ნინო თათენაშვილი
border
ხშირად ამბობენ, ყველაფერს მაშინ უფრო მეტად აფასებ, როდესაც უკვე მასთან აღარ ხარო. არასდროს მჯეროდა ამ სიტყვების, მაგრამ ჩემი ”კანდიდისგან” შორს ყოფნამ უკეთ გამააზრებინა, თუ რას წარმოადგენს ეს პატარა, თბილი და შეუფასებელი ადგილი ჩემთვის. როდესაც ”კანდიდის” კედლებში ვატარებდი ჩემი ყოველდღიურობის უდიდეს ნაწილს ვგრძნობდი, რომ ეს ადგილი ჩემთვის სკოლაზე მეტი იყო. დიახ, ”კანდიდს” თამამად ვუწოდებ ჩემს ოჯახს. იმ ოჯახს, რომელმაც საუკეთესო განათლების მოცემასთან ერთად, პიროვნებად ჩამომაყალიბა. მასწავლა რას ნიშნავს იყო ღირსეული პიროვნება, რა გჭირდება მომავლის საშენებლად ,იგი 12 წლის განმავლობაში ყოველდღე სათითაო აგურს მაწვდიდა.
ნინო თათენაშვილი" alt="ნინო თათენაშვილი"/>
დიახ, სწორედ ”კანდიდმა” მომცა საშენი მასალა ჩემი მომავლის შესაქმნელად და მანვე მასწავლა შენებაც. ახლა კი ჯერი ჩემზეა და მე ყველაფერს გავაკეთებ რომ ”კანდიდმა” იამაყოს ჩემით. ალბათ უცნაურად ჟღერს, როდესაც ”კანდიდს” ისე მოვიხსენიებ , როგორც სულიერ არსებას. იცით რა დგას ამ სახელის უკან? ამ სიტყვაში იმალება პატარა შენობა, რომელშიც საყვარელი ადამიანები მუდამ გულით გელიან. ”კანდიდს” ქმნიან მასწავლებლები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა საუკეთესო განათლება მოგვცენ, მოსწავლეები, რომელთაც სკოლაში მისვლა აბედნიერებთ იქ არსებული მოსიყვარულე გარემოს გამო, და, რა თქმა უნდა, დირექცია, რომელიც მუდამ შენს გვერდით დგას, იზიარებს შენს სიხარულს და გეხმარება პრობლემების დაძლევაში. კანდიდი ჩემთვის ენით აღუწერელია. დასაწყისში კი ვთქვი, რომ განშორებამ უფრო დამაფასებინა ჩემი სკოლა, თუმცა მინდა იცოდეთ რომ რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, მე მუდამ კანდიდელი ვიქნები და ყოველთვის ვიამაყებ ამით!
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)