ქრისტი შამათავა
border
მოკლედ რომ ვთვქათ მოგზაურობა ხშირად მიწევდა.არა,სხვადასხვა ქვეყანაში კი არა,სკოლებში მოგზაურობა. ,,აქაც მე ვარ ,იქაც მე ვარ“-ის პრინციპით ხან საჯაროში ვსწავლობდი,ხან კერძოში.ერთი...ორი...სამი წლით.ბოლო გაჩერება ,,კანდიდი“ აღმოჩნდა და რომ იცოდეთ ,როგორ მშვიდად ,,ჩამოვცხოვრდი“ აქ.მოგიყვებით როგორ გავატარე სასკოლო ცხოვრების ბოლო ხუთი და წელი და,ვინ იცის ,იქნებ თქვენც აქ დაგეგმოთ შემდეგი მოგზაურობა.
დილის ათვლის წერტილი,რა თქმა უნდა, ,,კანდიდი“ იყო.ათის ნახევარზე მაგიური კარები იღებოდა.ჩაივლიდი დერეფანს,სადაც პერიოდულად თემატურად მორთული კედლები და კარები გვხდებოდა.საახალწლოდ ნაძვის ხეებსა და სათამაშოებს,სააღდგომოდ კვერცხებსა და პასკებს ხედავდი,გაზაფხულზე ბაღნარი გვქონდა,შემოდგომით ფოთოლცვენა ანუ განწყობა არასდროს გვაკლდა.კიბეების არბენისას დამრიგებელი შემოგხვდებოდა,რომელსაც რატომღაც მისი სახელის კნინობითი ფორმით მივმართავდით.დაიწყებოდა გაკვეთილი,45 წუთი მხიარულად გადიოდა,თან თუ ამაში პედაგოგიც ხელს გვიწყობდა ,რაც ძალიან ხშირად ხდებოდა.

" alt="ქრისტი შამათავა"/>
ყველა პედაგოგისგან სითბო და მეგობრობა იგრძნობოდა დამიჯერეთ.ზედმეტი ფამილიარულობის გარეშე,უშუალოდ ვკონტაქტობდით ერთმანეთთან.არც დირექტორთან ურთიერთობა წარმოაგდენდა გამონაკლისს.თუკი დირექტორის კაბინეტი ბევრისთვის სადამსჯელო ღონისძიებების ოთახს ან გილიოტინას წარმოადგენდა,ჩვენთან სულ სხვაგვარად იყო საქმე.არც დირექტორის მზერა,ოთახი და მითუმეტეს სავარძელი მსგავს გრძნობას არ აღძრავდა.
თუმცაღა განსაკუთრებულად ამ სკოლაში რაც მიყვარდა იყო მაჯისცემა.გადაჭარბებული არ გეგონოთ.უბრალოდ ეს ის ადგილია, სადაც გრძნობ რომ მოძრაობ ,აქტიური ხარ და არ დუნდები(რომც გინდოდეთ,ამის უფლებას არ მოგცემენ).ყოველთვის რაღაცას აკეთებ,ცდილობ.კარნავალი,არაერთი პროექტი,აქტივობა,საქველმოქმედო აქციები არაჩვეულებრივ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდას უფრო ჩართული იყო სასკოლო ცხოვრებაში და მისთვის სკოლა ბევრად მეტი იყოს ვიდრე დაწესებულება,სადაც 45 წუთიან გაკვეთილებს ესწრები,რათა ცოდნა მიიღო.ამ შაბლონს ,ვფიქრობ, ,,კანდიდი“ დიდი ხანია გასცდა,რომ აღარაფერი ვთქვათ ოჯახურ გარემოზე. ,,კანდიდის“ ,,პოპულაცია“ არც ისე დიდია და, ალბათ, სწორედ ამიტომ არის აქ თბილი გარემო.ყველა ყველას იცნობს,ყველას თავისი ფუნქცია აქვს .
იმასაც გეტყვით,რომ ,,კანდიდში“ შემოსვლა მარტივია,გასვლა კი რთული.თავი ბლოკბასტერში ნუ გეგონებათ და ნურც რთულ სიუჟეტს წარმოიდგენთ იმის შესახებ თუ რატომ არის გასვლა რთული,უბრალოდ და მარტივად ,თვითონ არ გაქვს წასვლის სურვილი.და მერწმუნეთ,არც არავინ გაგიშვებთ,პირიქით დღის ბოლოს შესაძლოა ფინჯანი ყავა და დირექტორის კაბინეტის გრძელი სავარძელიც კი შემოგთვაზონ.
საბოლოოდ შევაჯამებ ჩემს აქ ვიზიტს და გეტყვით,რომ ,,კანდიდი“ პატარა და მყუდრო ქალაქია,მცირე ,მაგრამ თბილი მოსახლეობით.მმართველობის სისტემა დემოკრატიულია,აქვს წარმომადგენლობითი ორგანო თვითმმართელობის სახით და არჩევნები ყოველ წელს პირდაპირი სახით ტარდება.ასე რომ,ვფიქრობ,აქ მოგზაურობა ბევრისთვის სასიამოვნო თავგადასავლის დასაწყისი იქნება.

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

კინგსი
4-04-2023, 12:26
მასწავლებლები - საზოგადოების გმირები
30-03-2023, 19:12
2022-23 სასწავლო წლის კემბრიჯელები
16-02-2023, 22:19
ჩვენი ეკო კლუბი ,,კირკე“
8-06-2023, 23:13
მხიარული სტარტები - ახლა უკვე დაწყებით საფეხურზე
8-06-2023, 14:07
მხიარული სტარტები
8-06-2023, 13:44
შემაჯამებელი წარმოდგენა ახმეტელის თეატრში
3-07-2023, 00:36
სიკეთის ნაბიჯებით ✨
25-05-2023, 13:50
ჩვენი ეკოკლუბი "კირკე"
5-05-2023, 13:14
შეხვედრა ჩვენს მაღალრეუტინგულ მოსწავლეთა მშობლებთან
12-05-2023, 13:26
🌟წარმატებულების რუბრიკიდან
21-04-2023, 12:44
მორიგი გამარჯვება “FLEX”-ის გაცვლით პროგრამაში
30-03-2023, 19:21
კურსდამთავრებულები
27-02-2023, 22:46
კურსდამთავრებულები
16-02-2023, 22:43
კურსთამზთავრებულები
16-02-2023, 22:40
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
ბმულები
არქივი