ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
ვალენტინობა
border
ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, 14 თებერვალს ჩვენს სკოლაში საინტერესო აქტივობები ჩატარდა.
ერთი კვირით ადრე გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც კლასები კარის დეკორაციებით „ეპაექრებოდნენ“ ერთმანეთს, რის შედეგადაც გამოვლინდა ყველაზე კრეატიულად და თემატურად მორთული კარი, შესაბამის კლასს გადაეცა სკოლის „გარდამავალი თასი“. ასევე დაიდგა „ვალენტინობის ყუთი“ , სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წერილების სახით გამოეხატათ სიყვარული სხვადასხვა პერსონების, საგნებისა თუ მოვლენების მიმართ.
ვალენტინობა
14 თებერვალს კი სკოლაში საზეიმო გარემო მოეწყო. გაფორმდა დერეფანი და დასვენებებზე თემატური სიმღერები ჟღერდა. თვითმმართველობისა და „შემოქმედებითი ჯგუფის“ წევრებმა მიღებული წერილები გადასცეს ადრესატებს, მათ შორის იყვნენ როგორც მოსწავლეები ასევე მასწავლებლები. ხოლო წერილები, რომლებმაც ადრესატი ვერ იპოვეს გამოეფინა სკოლის დაფაზე და „გზააბნეული წერილები“ ეწოდა.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)