ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სკოლა „კანდიდი“-ს მოსწავლეები ზ. ფალიაშვილის სახ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში
border
სკოლა „კანდიდი“-ს მე-7 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ პროექტში „კლასიკური მუსიკა ბავშვებს“ და გამოთქვეს მზაობა 2019წლის 3-მარტს დასწრებოდნენ საბალეტო სპექტაკლს -„ლაურენსია“. მოსწავლეებმა წინასწარ მოიძიეს ინფორმაცია ზოგადად ბალეტის შექმნის შესახებ და კონკრეტულად ქართული ბალეტის შესახებ, ქართული საბალეტო სკოლის ლეგენდად ქცეული კორიფეების: ვერა წიგნაძისა და ვახტანგ ჭაბუკიანის შესახებ და სპექტაკლის შემდეგ პატივი მიაგეს ვერა წიგნაძის საფლავს. სწორედ ვერა წიგნაძისა და ვახტანგ ჭაბუკიანის მონაწილეობით 1948წ. შედგა ამ ბალეტის პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. დაათვალიერეს საოპერო თეატრის შენობა, ლეგენდად ქცეული აღდგენილი ფარდა, და შემდეგ დიდი აქტიურობით ჩაერთნენ სპექტაკლის მსვლელობაში. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ბალეტის სიუჟეტს მუსიკა და ქორეოგრაფია საოცარი სინქრონულობით გადმოსცემდა, რასაც კიდევ უფრო აღრმავებდა მხატვარ სოლომონ ვირსალაძის კოსტიუმები, რომლის აღდგენა საბალეტო დადგმის გათვალისწინებით 2017წ. განახორციელა საბალეტო დასის ხელმძღვანელმა - ნ. ანანიაშვილმა.
სკოლა „კანდიდი“-ს მოსწავლეები ზ. ფალიაშვილის სახ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში
ქორეოგრაფიისა და მუსიკის კავშირმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე, რამაც გაუღრმავა მათ აზრი იმის შესახებ, რომ მაღალ მხატვრული ღირებულების პროფესიული ხელოვნება უძლებს საუკუნეებს და ის მუდმივად ცოცხლობს.
სპექტაკლის შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღი და პატივი მიაგეს იქ განსვენებულ ქართული პროფესიული მუსიკის კორიფეებს: ზაქარია და ივანე ფალიაშვილებს, ბალერინა- ვერა წიგნაძეს, დირიჟორებს: ევგენი მიქელაძეს და ოდისეი დიმიტრიადს, ქართულ ბულბულად წოდებულ-ვანო სარაჯიშვილს და ზურაბ ანჯაფარიძეს.
შთაბეჭდილებით აღსავსე პოზიტიური განწყობით და მომავალში კიდევ შეხვედრის იმედით დაბრუნდნენ სკოლაში.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)