ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გუნდურ–ინტერექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“.
border
ჩვენი სკოლის მოსწავლეები უკვე რამდენიმე წელია მონაწილეობენ გუნდურ–ინტერექტუალურ თამაშში „ტვინების ბრძოლა“.
გაზაფხულის სეზონის, 2019 წლის შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა შაბათს, 16 მარტს, სადაც მონაწილეობა მიიღო საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა. მეორე ასაკობრივ კატეგორიაში შეიკრიბა ცხრა გუნდი, ხოლო მესამე ასაკობრივ კატეგორიაში შვიდი, თითოეული გუნდი ოთხი მონაწილით და ერთი კაპიტანით იყო დაკომპლექტებული.
გუნდურ–ინტერექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“.
შეფასება ხდებოდა მარტივ (5 ქულიანი), საშუალო სირთულის (6 ქულიანი) და რთულ (7 ქულიანი) შეკითხვებზე პასუხის გაცემის საფუძველზე. თამაშის პროცესი კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა, ყოველი მესამე შეკითხვის შემდეგ იყო მუსიკალური შესვენება განტვირთვისთვის და დაძაბულობის მოხსნის მიზნით, რის შემდეგაც ხდებოდა მონაწილეთათვის იმ დროისთვის არსებული, დაჯამებული შედეგების გაცნობა.
მეორე ასაკობრივი კატეგორიიდან, თამაშის დებულებიდან გამომდინარე მეორე ტურში გადავიდა ხუთი გუნდი, ხოლო მესამე ასაკობრივი კატეგორიიდან - ოთხი. თუმცა გამარჯვებულის სტატუსი მოიპოვა: მეორე ასაკობრივი კატეგორიიდან გუნდმა „კოლიბრი“ 85 ქულით, ხოლო მესამე ასაკობრივი კატეგორიიდან გუნდმა „ნერვოზიანი მამა“ 66 ქულით. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ სერთიფიკატები.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)