ერთი დღე "მასწავლებლად"
border
სკოლა „კანდიდის“ თვითმმართველობის წევრები, პროექტის: "ერთი დღე მასწავლებლად" ფარგლებში, უკვე მეორედ შეეცადნენ მოერგოთ მასწავლებლის როლი და ჩაეტარებინეთ სასურველი გაკვეთილი 4 დღის მანძილზე (19 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით), შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ კლასებში. მონაწილეები პასუხისმგებლობითა და მონდომებით მოეკიდნენ აღნიშნულ დავალებას და დამოუკიდებლად მოამზადეს გაკვეთილებზე შესასრულებელი აქტივობები.
აქვე გთავაზობთ, პროექტის მონაწილეთა შთაბეჭდილებებს:
ანი სიმონიშვილი - "ამ პროექტის წყალობით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მასწავლებლობა მეტად რთული პროფესიაა, იყო მასწავლებელი ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მადლობა პროექტის ორგანიზატორებს, რომ მომეცა საშუალება, თუნდაც მხოლოდ ერთი დღით, მეც შემესრულებინა ეს მისია."
მარიამ კალანდარიშვილი - "გაკვეთილის ჩატარება მართლაც ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული: იყო ყველაფრის საქმის კურსში, ყურადღების მიღმა არ დაგრჩეს ბავშვის შეკითხვა, გასცე ამომწურავი პასუხები და შეინარჩუნო წესრიგი, ეს ყველაფერი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩემთვის ეს დიდი გამოცდილება იყო, ვისურვებდი, კიდევ გაგრძელებულიყო ეს პროექტი."
თათა დადიანიძე - "მასწავლებლის როლის მორგება ძალიან სასიამოვნო იყო, რადგან თავი მათ აღმზრდელად და მრჩეველად ვიგრძენი. ამის შემდეგ უფრო კარგად გავაანალიზე და დავრწმუნდი, რომ მასწავლებლის როლი მართლაც დიდია ჩემს ცხოვრებაში"
ლევან თათანაშვილი - "კარგი გამოცდილება მივიღე და მოვუწოდებ სკოლას, რომ არ შეწყვიტოს ასეთი აქტივობების კეთება, რადგან ეს ბევრი ახალი თვისების შეძენაში ეხმარება მოსწავლეს."
ანა ალავიძე - "ასეთი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ძალიან გამიჭირდა, თუმცა გაკვეთილის ჩატარების დროს მივხვდი, რომ სანერვიულო არაფერი მქონდა. მოსწავლეების თანადგომითა და ჩართულობით თავადაც ბევრი მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე და მასწავლებლის პოზიცია უკეთ შევიცანი. ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ ყველა მოსწავლეს მიეცემა უფლება ჩაერთოს ამგვარ აქტივობებში, ეს ნამდვილად დაეხმარებოდა თითოეულ მათგანს ახალი უნარჩვევების შეძენაში."
ნინი ვარსემაშვილი - "მასწავლებელი, მოსწავლედ ყოფნის პერიოდში უკვე მეორედ გავხდი და წინა გამოცდილებიდან გამომდინარე ახლა უკეთ გამომივიდა ამ როლის მორგება. ვფიქრობ, ამ პროექტის მიზანი მხოლოდ ის არაა, რომ გაკვეთილი ახსნა, დავალება მისცე და კლასიდან გამოხვიდე. ამ როლის მორგებას შეუძლია, მოსწავლე, მასწავლებლის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს წარმოქმნილ სირთულეებზე დააფიქროს და დაეხმაროს მათ გაცნობიერებაში."
ოთო ჩარექიშვილი - "მასწავლებლად ყოფნამ დამაფიქრა ამ ადამიანების როლზე ჩემ ცხოვრებაში და მიმახვედრა, რომ მასწავლებელი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე აქამდე მეგონა."
ნიკა რიგვავა - "მასწავლებლის როლის მორგება რთული და ამასთანავე სასიამოვნო იყო. ასწავლო ვინმეს რაიმე ახალი, ძალიან კარგი გრძნობაა და ვისურვებდი ამის კვლავ განმეორებას."
მარიამ ყუფარაშვილი - "კარგი იქნება თუ ასეთი ღონისძიებები გაგრძელდება, რადგან, მომავალში ჩართულ მოსწავლეებსაც მიეცემათ საშუალება მრავალმხრივ განვითარდნენ."
ვიქტორია მეტრეველი - "მასწავლებლობლის როლის მორგებამ, პასუხისმგებლობით ამავსო, უნდა ავღნიშნო, რომ ეს მარტივი ნამდვილად არ იყო, ამიტომ ბედნიერი ვარ რომ ეს ასე თუ ისე გამომივიდა. ასევე მოხარული ვარ, რომ მოსწავლის გადმოსახედიდან დანახულის გარდა, თვითონაც ვიგრძენი მასწავლებლის როლი."
ანა ქვრივიშვილი - "ძალიან საინტერესო იყო მასწავლებლად ყოფნა. ამ როლის მორგებამ უფრო დიდი პატივისცემით განმაწყო მათდამი და მაგრძნობინა ის ვალდებულება, რასაც ისინი მუდმივად გრძნობენ."

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

კინგსი
4-04-2023, 12:26
მასწავლებლები - საზოგადოების გმირები
30-03-2023, 19:12
2022-23 სასწავლო წლის კემბრიჯელები
16-02-2023, 22:19
ჩვენი ეკო კლუბი ,,კირკე“
8-06-2023, 23:13
მხიარული სტარტები - ახლა უკვე დაწყებით საფეხურზე
8-06-2023, 14:07
მხიარული სტარტები
8-06-2023, 13:44
შემაჯამებელი წარმოდგენა ახმეტელის თეატრში
3-07-2023, 00:36
სიკეთის ნაბიჯებით ✨
25-05-2023, 13:50
ჩვენი ეკოკლუბი "კირკე"
5-05-2023, 13:14
შეხვედრა ჩვენს მაღალრეუტინგულ მოსწავლეთა მშობლებთან
12-05-2023, 13:26
🌟წარმატებულების რუბრიკიდან
21-04-2023, 12:44
მორიგი გამარჯვება “FLEX”-ის გაცვლით პროგრამაში
30-03-2023, 19:21
კურსდამთავრებულები
27-02-2023, 22:46
კურსდამთავრებულები
16-02-2023, 22:43
კურსთამზთავრებულები
16-02-2023, 22:40
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
ბმულები
არქივი