ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
მოსწავლეები სტუმრად "ილუზიების მუზეუმში"
border
მარტის თვის განმავლობაში, ჩვენი სკოლის მოსწავლეები (VIII ა, I გ, VI გ , IV ა) "სადამრიგებლო აქტივობის" ფარგლებში, იმყოფებოდნენ „ილუზიების მუზეუმში“.
მოსწავლეები სტუმრად
თბილისის ილუზიების მუზეუმი წარმოადგენს, როგორც სოციალურ, ასევე გასართობ სივრცეს ილუზიების სამყაროში მოგზაურობისთვის. სადაც ყველა თაობის წარმომადგენელი აღფრთოვანებული დარჩება. ეს არის იდეალური ადგილი გართობისა და ახალი შთაბეჭდილებებისთვის. ბავშვებმა დროებით გადაინაცვლეს ილუზიების სამყაროში. შესძლეს ჭერზე სიარული, ჯდომა, თავდაყირა დასვენება, სარკეების მეშვეობით გამრავლება და იმ გვირაბში გავლა, სადაც ყველაფერი ტრიალებს.
აქ განცდილი საოცარი ემოციები, ალბათ, დიდხანს დარჩება მათ მეხსიერებაში. ბავშვებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და მუზეუმიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
აქვე გთავაზობთ VI გ კლასის ერთ–ერთი მოსწავლის ჩანაწერს:
„ჩვენ იქ ძალიან კარგი და საინტერესო გარემო დაგვხვდა. ბევრი რამეც შევისწავლეთ და გაოცებულებიც დავრჩით. მუზეუმის თანამშრომლებიც ძალიან მეგობრულად და თბილად დაგვხვდნენ. ამიტომაც მინდა, რომ ყველა მოსწავლემ მოინახულოს ეს ადგილი. ეს არის ძალიან განსხვავებული მუზეუმი: აქ შეგიძლია იცინო, იკივლო, გადაიღო ფოტოები და ითამაშო, რაც სხვაგან არ შეიძლება. მადლობა ასეთი საინტერესო შეხვედრისთვის.“
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)