ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
კინოკლუბი ჩვენს სკოლაში
border
ჩვენი სკოლის კინოკლუბის ფარგლებში ხუთშაბათს, 4 აპრილს გაიმართა კინოჩვენება. ფილმის შერჩევა ტრადიციულად მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა შორის კენჭისყრის ჩატარებით მოხდა, მოსწავლეთა უმრავლესობისათვის სასურველი ფილმი აღმოჩნდა: „იმიტაციის თამაშები“ (The Imitation Game).
კინოკლუბი ჩვენს სკოლაში
როგორც ვიცით, აღნიშნული ფილმი, არის რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული და ეძღვნება ინგლისელ მათემატიკოსს, ლოგიკოსს, კრიპროანალიტიკოსსა და კომპიუტერული მეცნიერების დარგის მოღვაწეს, ალან ტიურინგს, რომლის ნაშრომთა არასრული ჩამონათვალი გახლავთ: კომპიუტერული მეცნიერების შექმნა და ჩამოყალიბება, ალგორითმების ძირითადი კონცეფციების ფორმალიზაცია, გამოთვლები „ტიურინგის მანქანით“ და თანამედროვე კომპიუტერის შექმნაში უმნიშვნელოვანესი წვლილი.
ალან ტიურინგი, ერთ–ერთი მათგანია, იმ ადამიანთა შორის, ვინც შეცვალეს მსოფლიო. სწორედ ამან განაპირობა, მოსწავლეების მხრიდან ფილმის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი. ფილმის დაწყებამდე, ბავშვებმა ნახეს მათთვის მომზადებული პრეზენტაცია ალან ტიურინგის ცხოვრების, მოღვაწეობის და სიკვდილის მიზეზების შესახებ. ფილმის დასრულების შემდეგ კი გაიმართა დებატები, სადაც ბავშვებმა იმსჯელეს ტიურინგის ცხოვრებაში არსებულ სირთულეებზე (სკოლის პერიოდიდან – გარდაცვალებამდე) და მსოფლიოს წინაშე, მისი დამსახურების შესახებ, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაციზმზე შეძლებისდაგვარად სწრაფ გამარჯვებაში, ასევე თანამედროვე კომპიუტერის შექმნაში.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)