ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
ღია გაკვეთილი ქიმიაში – „ქიმიურ რეაქციათა ტიპები“
border
8 აპრილს, ორშაბათს, ჩვენს სკოლაში VIII ა კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი, თემაზე: „ქიმიურ რეაქციათა ტიპები“. გაკვეთილზე გამოყენებული იყო გაჩერებებით სწავლების მეთოდი, კონსტრუქტივისტული მიდგომით. კლასი გაყოფილი იყო ოთხ ჯგუფად და შესაბამისად წარმოდგენილი იყო ოთხი „გაჩერება“/დავალება, მოსწავლეებმა დამოუკიდებლად ჩაატარეს ქიმიური ექსპერიმენტები, გააანალიზეს მიღებული შედეგები და შეადგინეს რეაქციათა ტოლობები.
ღია გაკვეთილი ქიმიაში – „ქიმიურ რეაქციათა ტიპები“
გარდა ექსპერიმენტებისა, გაკვეთილზე გამოყენებული იქნა ისტ. მოსწავლეებმა ინტერნეტში მოიძიეს ვიდეო ექსპერიმენტი, გააანალიზეს და შეადგინეს რეაქციის ტოლობა.
გაკვეთილის შეჯამებისას, მოახდინეს რეაქციათა კლასიფიცირება და მათ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი მიაკუთვნეს კონკრეტული რეაქციის ტიპს.
საგაკვეთილო პროცესი მეტად საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები დავალებების შესრულების პროცესში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ქიმიის პედაგოგს: ქალბატონ ნათია ტაბატაძეს.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)