ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
წლის სტიპენდიანტი
border
სამშაბათს, 15 აპრილს, ჩვენი სკოლის წარმატებულ მოწავლეს, ნატა პეტრემღვდლიშვილს, სკოლის დირექციამ, მეტად სასიამოვნო და მოულოდნელი სიურპრიზი მოუმზადა.


წლის სტიპენდიანტი
ნატა, ძალიან საინტერესო და მრავამხრივ ნიჭიერი გოგონაა. იგი ზედიზედ მესამე წელია ჩვენი სკოლის „ოქროს რეიტინგშია“, სწორედ ამასთან დაკავშირებით, დირექციამ მიიღო გადაწყველიტება ნატასთვის სტიპენდია გადაეცა ამგვარი წამახალისებელი აქცია სასიხარულო და მოტივაციის ასამაღლებლად საუკეთესო საშუალება იქნებოდა.
დაგეგმილ სიურპრიზში ჩართული იყვნენ ნატას მეგობრები, რომლებმაც სპეციალურად მისთვის მოამზადეს მისი საყვარელი სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ (Game of Thrones) საუნდტრეკი. დაჯილდოებისას მეგობრები ნატას აპლოდისმენტებით შეეგებნენ, რის შემდგომაც გაისმა მომზადებული მუსიკალური ნომერი. მუსიკალური ნომრის დასრულებისთანავე, ნატას სიტყვით მიმართეს სკოლის დირექტორებმა, დამრიგებელმა და პედაგოგებმა.
სულ ბოლოს კი, ნატას, წინასწარ ჩაწერილი ვიდეოთი, მისმა საყვარელმა მწერალმა, დათო ტურაშვილმა მიულოცა სტიპენდიის მიღება და შემდგომი წარმატებები უსურვა.
ჩვენ მოხარული ვართ, ვიყოთ ნატას წარმატებების თანაზიარი და გვინდა ვუსურვოთ სკოლა „კანდიდი“ მისთვის ტრამპლინი ყოფილიყოს, მომავალი წარმატებებით აღსავსე ცხოვრების გზაზე.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)