ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სკოლა „კანდიდი“–ს მოსწავლეთა გუნდი „კანდიდი“
border
ჩვენი სკოლის მოსწავლეთა გუნდმა, 14 აპრილს, მონაწილეობა მიიღო, ეროვნული საგუნდო მუსიკის V რესპუბლიკურ კონკურსში, რომელიც დაფუძნებულია და ორგანიზებული საგუნდო საზოგადოების მიერ. წელს ტარდება მოსწავლე–ახალგაზრდობის V ეროვნული კონკურსი, რომელიც ითვალისწინებს ორ ტურს, თითოეული ტურის მონაწილეთა საშემსრულებლო უნარ–ჩვევებს აფასებს მაღალი კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის მქონე კომპეტენტური ჟიური. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მე–2 ტურში ჟიურის შემადგენლობაში მოწვეულნი არიან ევროპაში ცნობილი საგუნდო მუსიკის პროფესიონალები.
სკოლა „კანდიდი“–ს მოსწავლეთა გუნდი „კანდიდი“
კონკურსი იყოფა სხვადასხვა კატეგორიებად, სკოლის უმცროსკლასელთა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ამ კონკურსის „A-B-3“ – „საჯარო და კერძო სკოლების უმცროსკლასელ მოსწავლეთა კატეგორიაში“, სადაც შეასრულეს ორი ნაწარმოები: მ. ოთარაშვლი – „ეს ლამაზი მთები“ და აფრიკული ტრადიციული - “Sia Hamba”, სოლისტი – XI კლასის მოსწავლე ლიკა თუთისანი, დირიჟორი – ია ჯოჯუა, კონცერტმაისტერი – მაია ჯინჭველაშვილი.
სკოლის მოსწავლეთა გუნდის ამ შემადგენლობისათვის ეს იყო პირველი საკონცერტო შესრულება, რომელსაც წარმატებით გაართვეს თავი, რაც გვაძლევს უფრო დიდ მოლოდინს შემდგომი წარმატებებისათვის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეთა გუნდმა 2018 წელს საგუნდო მუსიკის IV ეროვნულ კონკურსში მოიპოვა ვერცხლის მედალი. იმედი გაქვს წლევანდელი შემადგენლობაც გააგრძელებს ამ ტრადიციას და უფრო დიდ წარმატებას მოიპოვებს 2019 წლის საგუნდო მუსიკის V ეროვნულ კონკურსში.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)