ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სტუმრობა დედაენის ძეგლთან
border
6 მაისს 1 გ კლასის ( დამრ. ე. ჯანეზაშვილი) და 2გ კლასის ( დამრ. მ. კახაია) მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად ეწვივნენ დედაენის ძეგლს. ძეგლი ამავე სახელწოდების პარკში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე “მშრალ ხიდთან” დგას. მასზე გამოსახულია ცოდნის წყურვილით ზეცისკენ ხელებაპყრობილი ყმაწვილი, რომელიც ეს ესაა ზარს შემოკრავს.
სტუმრობა დედაენის ძეგლთან
ძეგლის ავტორებს, მოქანდაკეებს ელგუჯა ამაშუკელსა და ნოდარ მგალობლიშვილს შესანიშნავად აქვთ გადმოცემული XIX საუკუნეში ქართველ “წერა-კითხვის გამავრცელებელთა” უმთავრესი მიზანი. მასწავლებლემა მოსწავლეებს გააცნეს ძეგლის შექმნის ისტორია და კიდევ ერთხელ შეახსენეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქართული ენა ქართველებისთვის.
ბავშვებმა გაიხსენეს „დედაენის" შემქმნელი, იაკობ გოგებაშვილი, ასევე ლექსები და გამონათქვამები ქართულ ენაზე.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)