ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გაზაფხულის ფესტივალი - „გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში“
border
15 აპრილს, სკოლა „კანდიდში“ ჩატარდა გაზაფხულის ფესტივალი სახელწოდებით - „გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში“, რომელშიც მონაწილეობდნენ IV ა, IV ბ და IV გ კლასის მოსწავლეები.
გაზაფხულის ფესტივალი  - „გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში“
IV ბ კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი – რუსუდან ალიბეგაშვილი) დამსწრე საზოგადოებას გააცნო, გაზაფხულის სეზონის საეკლესიო და საერო დღესასწაულები.
IV ა კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი - ეკატერინე ხმალაძე) თოჯინების თეატრის სახით წარმოადგინეს მოთხრობები: „ჩიტები გამებუტნენ“, „ერთი დღე გაზაფხულის ცაზე“, „ნაკადული“ და „კესანე“.
IV გ კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი - მირანდა კეშელავა) მხატვრულად წაიკითხეს სხვადასხვა ლექსი და ნოველა გაზაფხულზე.
აღსანიშნავია, რომ ყველა მასალა მოძიებული იქნა მოსწავლეების მიერ, მათ შეძლეს და აპრილის ერთი დღე აქციეს დღესასწაულად. გაზაფხულის ფესტივალს ესწრებოდა დირექცია და სამივე კლასს საჩუქრად გადაეცა გლობუსები.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
მაისი 2019 (2)
აპრილი 2019 (25)
მარტი 2019 (6)
თებერვალი 2019 (8)
იანვარი 2019 (2)
დეკემბერი 2018 (20)