ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სტუმრობა საქართველოს ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში
border
25 აპრილს, ჩვენი სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმს.
ბავშვებმა, ნანახით განამტკიცეს ცოდნა ხალხური საკრავებისა და სიმღერის შესახებ. მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვიდეო მასალამ, რომელიც შეეხებოდა საკრავების შექმნის ისტორიას და მათ ჟღერადობას. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ ახლოს ენახათ სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები, რომელიც ოდითგანვე შეუქმნია ქართველ ხალხს და დღემდე შეუნარჩუნებია, აქვე იყო პირველი ქართული ინსტრუმენტის -„გედის ძვლის სალამურის“ ასლი.
სტუმრობა საქართველოს ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში
ევროპულ დარბაზში ბავშვებმა იხილეს ფისგარმონია, გრამაფონი, არღანი, კრამერის პიანინო, როიალი, არფა, ვიოლინო და სხვა ძველებური ინსტრუმენტები, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი კითხვა-პასუხის რეჟიმში, წარმოადგინეს რიტმულ-ინტონაციური თანმიმდევრობა, რომელიც წამყვანის მიერ იყო შეთავაზებული.
ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, მოსწავლეები სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სკოლაში.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)