ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სკოლა ”კანდიდი“ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე-5 ეროვნულ კონკურს
border
2019 წლის აპრილი-მაისის თვეში საქართველოს საგუნდო საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე-5 ეროვნული კონკურსი, რომლის მიზანია აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა, ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და განვითარება. კონკურსი ითვალისწინებდა სხვადასხვა კატეგორიებს. იგი ჩატარდა ორ ტურად, სადაც წარმოდგენილი იყო ორი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები.
სკოლა ”კანდიდი“ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე-5 ეროვნულ კონკურს
სკოლა „კანდიდი“-ს მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს „A”-აკადემიური საგუნდო სიმღერა, b- 3 -საჯარო და კერძო, საავტორო სკოლა-სტუდიები და სხვა. გაერთიანებული გუნდის ქვეკატეგორიაში. აღსანიშნავია ისიც რომ I და II კატეგორიას აფასებდა სხვადასხვა ჟიური. მეორე კატეგორიაში მოწვეული იყვნენ ცნობილი მუსიკოსები ბალტიისპირეთიდან. სკოლა „კანდიდი“-ს მოსწავლეთა გაერთიანებულმა გუნდმა შეასრულა ორი ნაწარმოები:
1. მაია-ოთიაშვილი -„ეს ლამაზი მთები“ და
2. აფრიკული ტრადიციული - “sia hamba”
სოლისტი ლიკა თუთისანი,
დირიჟორი - ია ჯოჯუა,
კონცერტმაისტერი - მაია ჯინჭველაშვილი.
გუნდმა წარმატებით გაართვა თავი ასეთ სერიოზულ მოთხოვნებს, დაიმსახურა მეორე ადგილი და ლაურეატის წოდება.
ვულოცავთ ამ წარმატებას გუნდის თითოეულ წევრს, სკოლის დირექციას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს.





ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)