ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
ზაზა ზერეკიძე
border

რამდენიმე წლის წინ პირველად წავიკითხე ერთ-ერთი სკოლადამთავრებულის ასეთივე ჩანაწერი და მას შემდეგ ველოდები ამ დღეს. ახლა მე ვარ ,,კანდიდდამთავრებულის“ სტატუსით და მიწევს "მემკვიდრეობის დატოვება".
მერვე ან მეცხრე კლასში რომ ეთხოვათ, დაგვიწერე, რას ფიქრობ კანდიდზეო, მთელს ბრაზს დავდებდი ფურცელზე და ბეჭედსაც დავარტყამდი, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მანამდე ყვითელი შენობა ჩემთვის საპაექრო ადგილად იყო გადაქცეული და იქ ცარიელი ქარქაშით დავდიოდი. როდესაც ცხოვრების რამდენიმე პუნქტი ხელახლა დავამუშავე და ღირებულებები სწორ ადგილას დავაყენე სკალაზე, კანდიდური ცხოვრებაც შეიცვალა, გადასხვაფერდა. გარდა იმისა, რომ მე ამ ადგილას გონება უნდა გამომეკვება, რამდენიმე დავალებაც მქონდა შესასრულებელი, რომლებიც შესაძლოა, სწავლაზე წინაც დამეყენებინა.
თავიდან დავიწყოთ.
პირველი, ემოციური დღე! კადრებად მახსოვს ეს სცენა, ხალხის მასაში გარეული მხოლოდ ადამიანთა ზურგებს ვხედავდი. მხრებზე რაღაც უცხო საგანი მეკონწიალებოდა და მიწისაკენ მექაჩებოდა. ( მგონი მოახერხა ჩემი მიწაში ჩათრევა და ფესვების მყარად გადგმა) ამ ოთხი წლის მანძილზე შრომა ვისწავლე, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სითბო ვიგრძენი სხეულში. ისეთი სითბო, რომელიც აქამდე მხოლოდ ოჯახის საკუთრება მეგონა.
მეორე ეტაპი კანდიდის რიგით მეორე შენობაში გადასვლიდან იწყება და მეათე კლასის ბოლოს სრულდება. ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც ჩემში გამძაფრებულია პროტესტისა და ამბოხის ტალღები. ვერ ვიტყვი, რომ ვნანობ ამ დროს, რადგან აღნიშნულ წლებში მთლიანად შევისწავლე ადამიანური ბუნების უარყოფითი მხარეები.
მესამე, ანუ დასკვითი, გააზრებული შუალედი, ორ წელს მოიცავს. პერიოდს, როდესაც ხვდები, რომ ყველაფერი სრულდება და სულ ცოტა დრო გრჩება ამ თბილი საბნის ქვეშ სამყოფად. ერთი წუთით ამაზე ჩაფიქრება და გულის აჩუყება ურთიერთგამომწვევი მოვლენებია. ,,ზაფხული“, რომელიც წინა წლებში მიუღწევადი იყო, სწორედ ბოლო ორ წელს დადგა. სიმწვანე შემოეფინა კანდიდს კედლებზე და ისეთი აურა დააყენა, საიდანაც გასვლა მხოლოდ ტკივილსა და დანაღვლიანებას გამოიწვევდა . ,, კანდიდი“ გახდა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო სულ. არ გავაზვიადებ, როცა ვიტყვი, რომ ჩვენ დავტოვეთ ის კვალი, რომელიც მომდევნო კანდიდელებს მხოლოდ სიყვარულს ჩაუბეჭდავს გონებაში. პირადად მე მიხარია, რომ ,,კანდიდი“ ძალიან დიდ ველად გადავაქციეთ, რომელზეც ახლა თავს იყრის უამრავი ახალბედა კანდიდელი, რომლებსაც არ აკლებენ წყლის წვეთებს. მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ უკვე მოვჭამე ჩემი დრო, დროის სვლამ სადღაც უცხო გარემოში წამიღო და ახალი დავალებები მომცა.
ზაზა ზერეკიძე
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)