ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
# ერთად ვირუსის წინააღმდეგ
border
#ჩვენვსწავლობთკრიტიკულსიტუაციაშიქცევისწესებს <3 ✅
#ჩვენვმართავთსტრესს <3 ✅
#ერთადვირუსისწინააღმდეგ <3 ✅
# ერთად ვირუსის წინააღმდეგ
ძვირფასო მშობლებო! <3

📢 გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი სკოლა ითვალისწინებს საქართველოსა და მსოფლიოში „კორონა ვირუსის“ გავრცელებასთან დაკავშირებით არსებულ საგანგებო მდგომარეობას და ვაცხადებთ მზადყოფნას, ვირუსისგან თავდასაცავად, რისთვისაც მივიღეთ დამატებითი ზომები, კერძოდ:

📢 როგორც ადმინისტრაციულ ისე დაწყებითი სწავლების შენობებში ყოველდღიურად ტარდება დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით;✅
📢ასევე სპეციალური ხსნარით მუშავდება სასკოლო ავეჯს ყველა სახის ზედაპირი, სახელურები და მოაჯირები, ( რასაც კი ხელით ეხება ბავშვი);✅
📢ყოველდღიურად ხდება ჭურჭლის დეზინფიცირება სპეციალური ანტისეპტიკური ხსნარის მეშევეობით;✅
📢მუდმივად ნიავდება დერეფნები და საკლასო ოთახები ;✅
📢სველი წესით მუშავდება სკოლის ორივე შენობა და სასკოლო ინვენტარი ;✅
📢მოსწავლეებში მიმდინარეობს აგიტაცია, რომ ხშირად და სწორად დაიაბონ ხელები სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით ( ყოველ ორკაკვეთილში ერთხელ დამრიგებლებს ორგანიზებულად გამოყავთ მოსწავლეები ხელების დასაბანად);✅🖐 <3 🖐
📢კლასებში ექიმისა და ექთნის მიერ ტარდება საუბრები, სადაც მასწავლებლებს მიეცემათ კონკრეტული მითითებები ვირუსის პრევენციებთან დაკავშირებით;✅👩‍⚕️👨‍⚕️
📢სპეციალური ლიცენზირებული სამსახურის მიერ ყოველკვირეულად გრძელდება მთლიანი შენობების დეზინფექცია, დერატიზაცია, დეზინსექცია.✅
📢აქვე მოგიწოდებთ ყველას, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიზრუნოთ პირად ჰიგიენაზე✅
📢გვინდა დაგარწმუნოთ რომ მაქსიმალურად ვართ ყურადღებით -დამოუკიდებელი დამრიგებლები, პედაგოგები და სკოლის ექიმი მუდმივად დააკვირდებიან მოსწავლეებს და თუ რომელიმე მათგანს აღმოაჩნდება ვირუსის რაიმე სახის სიმპტომი, მაშინვე ეცნობება მშობელს, რათა დროულად იქნეს მიღებული შესაბამისი ზომები. ✅
#ჩვენვსწავლობთკრიტიკულსიტუაციაშიქცევისწესებს <3 ✅
#ჩვენვმართავთსტრესს <3 ✅
#ერთადვირუსისწინააღმდეგ <3 ✅
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)