ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სასწავლოს პროცესის წარმართვა COVID-19-ის პირობებში
border
ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შემუშავდა.
იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს და მოსწავლეებს უსაფრთხო გარემო შევუქმნათ, ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას. გვსურს, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები, რათა თავიდან ავიცილოთ სკოლაში COVID 19-ის გავრცელების სამომავლო რისკები, შესაბამისად:

დაწესებულების შესასვლელთან განთავსებულია დეზობარიერი სავალდებულო გამოყენების ნიშნის მითითებით;
ვახორციელებთ მასწავლებლების, მოსწავლეების, თანამშრომელთა და სკოლაში მომსვლელი ნებისმიერი ვიზიტორის თერმოსკრინინგს;
უზრუნველვყოფთ მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და მოსწავლეებს ხელის ჰიგიენისთვის გამართული - ხელსაბანი ნიჟარა წყლით, თხევადი საპნითა და ხელის გასამშრალებელი საშუალებებით;
სასწავლო დღის შემდგომ ვამუშავებთ იატაკებს, მოაჯირებს, ხშირად გამოყენებულ ზედაპირებსა და საერთო გამოყენების სივრცეებს სპეციალური ხსნარების გამოყენებით;
სკოლის შიდა ტერიტორიაზე გამოვაკარით ინფორმაცია, სადაც მითითებულია კორონავისრუსთან დაკავშირებული ყველა სახის რეგულაცია.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)