ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გაიცანით ჩვენი სკოლის ფსიქოლოგი ნიკა მაჩიტიძე
border
"ვფიქრობ, ჩემი პროფესია ნიშნავს ემპათიას, უპირობო მიმღებლობას, სამყაროს ისეთი თვალით დანახვას, როგორიც ბავშვის/მოზარდის გამოცდილებაში არსებობს."
გაიცანით ჩვენი სკოლის ფსიქოლოგი ნიკა მაჩიტიძე
ნიკა მაჩიტიძე:

"ჩემთვის ფსიქოლოგობა დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს. სწორედ სკოლა განაპირობებს ადამიანის შემდგომ ცხოვრებას, იმას, თუ როგორ აღიქვამს ზრდასრული ადამიანი სამყაროს. სკოლის შთაბეჭდილებები უყალიბებს ადამიანს იმ ქცევის მოდელებს, რომლითაც ის მთელი ცხოვრება ხელმძღვანელობს, ამიტომ მასწავლებელმა ფსიქოლოგის დახმარებით ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის/მოზარდის ფუნქციონალური ტენდენციის განვითარებას.
ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია დავეხმარო ბავშვებს/მოზარდებს თანდაყოლილი უნარების განვითარებაში.
ვფიქრობ, ჩემი პროფესია ნიშნავს ემპათიას, უპირობო მიმღებლობას, სამყაროს ისეთი თვალით დანახვას, როგორიც ბავშვის/მოზარდის გამოცდილებაში არსებობს. ყველაზე ცოტა, რასაც მათთვის გავაკეთებ, იქნება ის, რომ ჩემი სახით კიდევ ერთი კარგი მეგობარი შევძინო. შევეცდები, ხელი შეუწყო მათ პიროვნულ ზრდასა და ჩამოყალიბებას, ფსიქო-ემოციური უნარების განვითარებას და შევუქმნა ისეთი მეგობრული გარემო, სადაც თითოეულ მათგანს შეეძლება შემოიტანოს თავისი შესანიშნავი და აბსოლუტურად უნიკალური სამყარო, როგორც ერთადერთი და განუმეორებელი."

ნიკა ჩვენი სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს ჩაუტარებს ონლაინ ვებინარებს.

დეტალურ ინფორმაციას შეხვედრებთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგაწვდით.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)