ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გაიცანით კინოკლუბის ხელმძღვანელები
border
სკოლის "ბუმბერაზი" გოგონები ხელმძღვანელობენ ჩვენს კინო კლუბს ☺️

ისინი გამორჩეული არიან ისეთი პიროვნული უნარებით, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, მაღალი აკადემიური მოსწრება, პასუხისმგებლობის გრძნობა. გარდა ამისა მათ აქვთ ასევე გამოკვეთილი ლიდერის თვისებები.
გაიცანით კინოკლუბის ხელმძღვანელები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნინოს და ნიას ინიციატივით სკოლაში შეიქმნა კინო კლუბი, რომელსაც დამოუკიდებლად უძღვებიან. კლუბში მოსწავლეებს აცნობენ კინოისტორიას, უჩვენებენ სხვადასხვა ჟანრის ფილმებს, განიხილავენ და გარკვეულ დისკუსიას მართავენ ნანახი ფილმის იდეის გარშემო. მოსწავლეები თვლიან, რომ მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანია, ამას კლუბის წევრების რაოდენობაც მოწმობს.

ნია და ნინო აქტიურად არიან კლუბის მართვის პროცესში ჩართული, უზრუნველყოფენ მოსწავლეთა დასწრების საკითხს, მოსწავლეებთან ერთად გეგმავენ და ირჩევენ მომავალი შეხვედრის თემებს.

პირველ ეტაპზე კლუბში მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები გაწევრიანდნენ. მოგვინებით კი ასევე მოსწავლეთა მოთხოვნით მეექვსე კლასებისთვისაც შეიქმნა ჯგუფები. როგორც ნინი და ნია აღნიშნავენ, მოსწონთ სამუშაო პროცესი და ის, რომ აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)