ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 18-09-2019, 17:56
2019-2020 სასწავლო წელი დაიწყო!
გამოქვეყნებულია 17-09-2019, 22:03
2018-2019 სასწავლო წელს, ჩვენი სკოლის ყველა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და დღეს უკვე ისინი წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები არიან  !
კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ ვულოცავთ ჩვენი სკოლის მე-9 თაობას!
წინსვლასა და წარმატებას ვუსურვებთ მათ, ცხოვრების ახალ ეტაპზე!
ვულოცავთ ჩვენი სკოლის პედაგოგებს, რომელთა წვლილი მართლაც დიდია!
ასევე ვულოცავთ მშობლებს და აქვე მადლობას ვუხდით ნდობისა და თანამშრომლობისთვის
#კიდევერთიწარმატებულითაობა
#ჩვენთქვენგვეამაყებით

• ქვემოთ გთავაზობთ კურსდამთავრებულთა სრულ სიას:
გამოქვეყნებულია 17-09-2019, 21:55



გამოქვეყნებულია 21-06-2019, 19:22
ახმეტელის თეატრში წელსაც გაიმართა სასწავლო წლის დასკვნითი ღონისძიება, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ჩვენი სკოლისთვის ტრადიციად, თითოეული ჩვენგანისთვის კი უმნიშვნელოვანეს და მღელვარებით აღსავსე მოვლენად იქცა.
კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადავუხადოთ: ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და მობრძანებულ სტუმრებს! რომ არა მათი თანადგომა-ეს ყოველივე უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა!
გამოქვეყნებულია 19-06-2019, 16:51
ჩვენი სკოლის ხელოვნების კლუბის ფარგლებში, ოთხშაბათს, 12 ივნისს შედგა შეხვედრა, თემის შერჩევა ტრადიციულად მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა შორის კენჭისყრის ჩატარებით მოხდა, მოსწავლეთა უმრავლესობისათვის სასურველი თემა აღმოჩნდა: „აღმოსავლური პოეზია“.
გამოქვეყნებულია 19-06-2019, 16:48
20 მაისს ჩვენი სკოლის პედაგოგმა ნათია ტაბატაძემ მე–9 ა კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი ქიმიაში, თემაზე – „ქიმია და გარემო“. რომლის მიზანი იყო: მოსწავლეები გაცნობოდნენ გარემოში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემების (გლობალური დათბობა, ჰაერის დაბინძურება, მჟავა წვიმები და კატალიზატორები) ქიმიურ კონტექსტს.
გამოქვეყნებულია 5-06-2019, 10:12
...
გამოქვეყნებულია 31-05-2019, 10:45
25 აპრილს ჩვენმა პედაგოგმა ირინა ჭამტურიამ Iბკლასშიჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი მათემატიკაში, რომლის მიზანი იყო წლის მანძილზე განვლილი მასალის გამეორება, პრობლემის გადაჭრისა და მსჯელობის უნარის განვითარება.
გამოქვეყნებულია 30-05-2019, 15:17
25 მაისს სკოლა „კანდიდში“ თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული „flea market” – ი (გამოფენა-გაყიდვა) ჩატარდა, რომელსაც „მწვანე აქცია“ ეწოდა.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)