ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 8-04-2023, 13:15
მეტი #ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ🙌
ამჯერად დაწყებითი სკოლის მოსწავლეები ✨
🟢თემები:
📍როგორ დავიცვათ პირადი ჰიგიენა
📍როგორ მოვიქცეთ ეპიდეემიის დროს
📍რა მოქმედებებია საჭირო მიწისძვრის და ხანძრის შემთხვევაში
🧑‍⚕️🧑‍⚕️შეხვედრას უძღვებოდნენ ჩვენი რაიონის ეპიდემიოლოგი ეკა საღირაშვილი, რომელიც პანდემიის დროს გვაძლევდა ძირითად რეკომენდაციებს და დღემდე ჩვენ გვერდითაა, ასევე სკოლის ექიმი - თამარ მარნაძე ❤️
გამოქვეყნებულია 7-04-2023, 12:46
გამოვლინდა ფოტო-კონკურსის #დაიჭირეწამი საუკეთესო პაპარაცების ხუთეული🙌🎬📷
I ადგილი - ანა ლობჟანიძე 🥇
II ადგილი - ელენე ჯაფარიძე🥈
III ადგილი - ლუკა ბეკოშვილი, ანა ლომთათიძე, ელენე ჭიოკაძე🥉🥉🥉
ვთვლით, რომ კონკურსის მიზანი - აღმოგვეჩინა #ფოტოგრაფიულიხედვის მქონე მოსწავლეები - მიღწეულია 🪄
რჩეული ხუთეული დავასაჩუქრეთ სერტიფიკატებით და დავუფინანსეთ ერთი დღით გასართობ ცენტრში ბოულინგის თამაში 🤗🎳
გაცნობებთ, რომ კონკურსი გრძელდება და კვლავ ველით მოსწავლეთა თვალით დანახულ კადრებს, რომლებიც კანდიდის ისტორიას შეინახავს ✨
გამოქვეყნებულია 5-04-2023, 12:36
💫 არსებობენ თანამშრომლები, რომელთა შემართება და თანადგომა ფასდაუდებელია 🙌
ამრიგად, წელს ეკა მასწავლებელსაც გადავეცით დირექციის ჯილდო, როგორც ყველაზე თანამშრომლობით და ნოვატორ მასწავლებელს 👏
________________________________________
ეკა მასწავლებელზე ადრეც გიყვებოდით. გარდა მისი გამოცდილებისა და უწყვეტი განვითარებისკენ სწრაფვისა, ყოველთვის გამოირჩევა ახალი იდეებით. ხოლო ამ იდეების სრულყოფისთვის ყოველთვის ყოფნის შემართება 🤗
#როცაგიყვარსშენისაქმე
#როცაგიფასებენ
გამოქვეყნებულია 24-03-2023, 18:54
ეკო კლუბის საინტერესო პროექტი - დარგე ხე, გაამწვანე გარემო 🌱🌳
პროექტის ფარლგებში დღეს სკოლაში გლდანის რაიონის მაჟორიტარს - ბატონ კონსტანტინე ზარნაძე • Konstantine Zarnadze - ს ვუმასპინძლეთ, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა კლუბის სასარგებლო წამოწყებას და უშუალო მონაწილეობა მიიღო მოსწავლეთა ინიციატივის განხორციელებაში ✅🌲
გამოქვეყნებულია 22-03-2023, 18:49
📢სკოლა კანდიდში ახალი კლუბი “რესპუბლიკის სალონი” იწყება, ისტორიით, პოლიტიკით, ფილოსოფიითა და სოციალური საკითხებით დაინტერესებული VIII-XIIკლასის მოსწავლეებისათვის.
🇬🇪კურსის ფარგლებში კლუბის წევრები შეისწავლიან საქართველოს მოდერნულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების წინაპირობებს, სოციალური კავშირების მნიშვნელობასა და მოქალაქე-სახელმწიფოს ურთიერთმიმართების მნიშვნელობას.
✔️ამასთანავე, მონაწილეებს საშუალება მიეცემათ გაიცნონ ამავე კლუბში ჩართული თანატოლები ხუთი განსხვავებული სკოლიდან.
დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდით მოცემული ბმულის საშუალებით:
https://forms.gle/smCZhJXwyevDv2WEA
გამოქვეყნებულია 21-03-2023, 18:35
📣 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა ❣
ყოველ წელს ჩვენი მოსწავლეები ქმნიან მხარდამჭერ პოსტერებს ❣ ალამაზებენ სასკოლო გარემოს 🌟საუბრობენ და უზიარებენ ინფორმაციას ერთმანეთს და ასე გამოხატავენ საკუთარ კეთილგანწყობას დაუნის სინდრომის მქონე თანატოლების მიმართ 🫶✨
გვახარებს, რომ პატარა კანდიდელები #არითვლიანქრომოსომებს 🧬4️⃣6️⃣➕1️⃣
გამოქვეყნებულია 21-03-2023, 18:30
ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება სკოლის პრიორიტეტული მიმართულებაა. წლებია აღნიშნულ საგანს განსხვავებული სახელმძღვანელოებით ვსწავლობთ 📚🔠
ამჯერად, უცხოური ენის კათედრის წევრებმა შეხვედრა გამართეს English Book Education -ის რეგიონალურ და ადგილობრივ წარმომადგენლებთან 📚👩‍💻
შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს სკოლაში ინგლისური ენის სწავლების კომპონენტებზე, მახასიათებლებსა და გამოწვევებზე, ასევე გამომცემლობა Pearson-ის შემოთავაზებებზე📖
English Book Education კვლავ ესტუმრება სკოლა კანდიდს და გავაგრძელებთ თანამშრომლობით ურთიერთობას 🙌
გამოქვეყნებულია 15-02-2023, 22:05
და კანდიდში გაგვეფურჩქნა უცნაური მცენარე - სიყვარულის კაკტუსი 🌵
_____________________________________
🔴სიმბოლურად წითელი ფერის სამოსი 💃
🔴 მუსიკალური შესვენებები🎶
🔴 ნოველების კონკურსი - სიყვარულის თემაზე 📜
🥀 ასე აღნიშნეს სიყვარულის დღე ჩვენმა მოსწავლეებმა
#ასწავლესიყვარული
#ასწავლესიყვარულით
გამოქვეყნებულია 13-02-2023, 21:54
სოლიდარობა თურქეთს 🇹🇷 და სირიას 🇸🇾 ცოდნის ამაღლება სტიქიური მოვლენების შესახებ 🔍🌍
ჩვენმა მოსწავლეებმა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრასთან ერთობლივი მუშაობით მოამზადეს პოსტერები, წარადგინეს პრეზენტაციები, მსმენელებს გააცნეს ინფორმაცია მიწისძვრის მახასიათებლების შესახებ და რაც განსაკუთრებით მისასალმებელია, საკუთარი თანადგომა და მხარდაჭერა გამოხატეს თურქეთსა და სირიაში მომხდარ ტრაგედიის მიმართ🎗
პედაგოგები:
🔸️სოფო ხაჩიძე - გეოგრაფიის მასწავებელი
🔸️თამარ ფესტვენიძე - ისტორიის მასწავლებელი
🔸️ხატია ჭალიძე - მოქალაქეობის მასწავლებელი
გამოქვეყნებულია 24-12-2022, 20:31
🔔 პროექტი - "მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში" გრძელდება
ამჟამად 4 ა კლასს ესტუმრა ამავე კლასის მოსწავლის ილია ჭავჭავაძის მშობელი - ნათია ჭავჭავაძე👩‍🏫
ქალბატონმა ნათიამ მოსწავლეებთან ერთად გააკეთა საახალწლო დეკორაციები🎄
ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ პროექტში ✅
მადლობა ილიას და ქალბატონ ნათიას საინტერესო აქტივობისთვის 🤝
📌აქტივობა განხორციელდა მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის ➡️ ხარისხიანი განათლების - ფარგლებში✅

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)