ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 28-12-2018, 18:08
..
გამოქვეყნებულია 28-12-2018, 12:20
მე -4 ბ კლასმა განახორციელა პროექტი "ჩემი ქვეყანა".
მოსწავლეებს წილისყრით გაუნაწილდათ საქართველოს კუთხეები.პროექტი გრძელდებოდა ორი თვე 2018 წლის ნოენბერიდან - დეკემბერის ჩათვლით.
პირველ ეტაპზე მოსწავლეები იმყოფებოდნენ გიორგი ჩიტაძის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმშიი ღია ცის ქვეშ, სადაც დაათვალიერეს და გაეცნენ ყველა კუთხის ტრადიციებს.
მეორე ეტაპზე იმუშავეს კონტურულ რუკებზე და აღწერეს საქართველოს კუთხეები და ასევე დაკარგული ტერიტორიები- "ტაო" და" საინგილო".
მესამე ეტაპზე ემიგრანტებზე მოიძიეს ინფორმაცია კვლევით, რომელ ქვეყანაში რამდენი ქართველია ემიგრაციაში.
და ბოლოს შეგროვებული მასალით წარსდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: სკოლის ადმინისტრაცია სრული შემადგენლობით, დაწყებითი სფეხურის კათედრა და მონაწილე მოსწავლეების მშობლები.
გამოქვეყნებულია 24-12-2018, 10:50
..
გამოქვეყნებულია 23-12-2018, 10:47
23 დეკემბერს I-ა კლასმა- დამრიგებელი ნინო ქობულაშვილი- ჩაატარა საახალწლო სპექტაკლი- " ქონდარუხი და მეგობრები" სპექტაკლის მიზანი იყო მოსწავლეთა სოციალური უნარების და მეტყველების დახვეწა - განვითარება.სპექტაკლმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა
გამოქვეყნებულია 23-12-2018, 10:40
2018 წლის 23 დეკემბერს Iბ კლასში ჩატარდა საახალწლო ღონისძიება. რომლის მიზანი იყო სოციალური უნარების განვითარება. ღონისძებაში მოსწავლეები წარმოაჩინდნენ შემოქმედებითი კუთხით.
გამოქვეყნებულია 22-12-2018, 11:23
2018 წლის 22 დეკემბერს სკოლა „ კანდიდის „ II გ კლასის მოსწავლეებმა სკოლის დარბაზში წარმოადგინეს ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სპექტაკლი (სპექტაკლის რეჟისორი - კლასის ხელმძღვანელი მაია კახაია). ბავშვებმა გაიხსენეს ნიკალას ბიოგრაფია, გააცოცხლეს მისი ნახატების გმირები. სპექტაკლის ბოლოს თითოეულ მონაწილეს გადაეცა სიგელი ნომინაციით „პატარა მსახიობი“. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებისგან მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს. ეს დღე დაუვიწყარი იქნება მათ სასკოლო ცხოვრებაში.
გამოქვეყნებულია 21-12-2018, 13:07
შავიზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოეწყო კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის საგანმანათლებლო კვირეული, სადაც მონაწილეობა მიიღო სკოლა „კანდიდის“ მონაწილეებმა. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეების დაინტერესება ინჟინერიითა და კომპიუტერული მეცნიერებებით, ასევე მათი ჩაბმა Hour of Code (HOC)-ის მსოფლიო მარათონში. HOC იყო ერთსაათიანი აქტივობა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გაეცნენ პროგრამირების საფუძვლებს, კოდირებას. ჩატარდა ტრენინგი ვიზუალურ დაპროგრამებაში, HTML-ისა და C#-ის საფუძვლებში.
გამოქვეყნებულია 14-12-2018, 20:39
გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგეობის ინიციატივით სკოლაშ ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლებას. დასახელებულმა თემამ მოსწავლეებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყვნენ IX, X, XI, XII კლასის მოსწავლები. შეხვედრა დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა და დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.
გამოქვეყნებულია 11-12-2018, 10:29
თვითმართველობის ინიციატივით, 10 დეკემბერს სკოლაში "პესონაჟის დღე" გაიმართა. მოსწავლეებმა საყვარელი ლიტერატურული გმირებისა და მსახიობების კოსტუმები მოირგეს.
აქტივობა საკმაოდ ემოციური და სანახაობრივი გამოდგა. :)
გამოქვეყნებულია 11-12-2018, 10:00
..

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)