ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 28-12-2017, 15:35
28 დეკემბერს IIბ კლასის მოსწავლის სალომე ლოხიშვილის მშობელმა- ნათია ჩილაშვილმა, ჩაატარა გაკვეთილი თემაზე -„საახალწლო სათამაშოები“.გაკვეთილზე აუხსნა და აჩვენა თუ როგორ კეთდება სხვადასხვა სახის საახალწლო სათამაშო. ბავშვებმა დიდი სიხარულითა და სიამოვნებით ისწავლეს და გააკეთეს საახალწლო სათამაშოები. ბოლოს მორთეს ნაძვის ხე. გაკვეთილი იყო სახალისო და საინტერესო. მადლობა ქალბატონ ნათიას.
გამოქვეყნებულია 26-12-2017, 23:40
2017წლის 26 დეკემბერს III ბ კლასი იმყოფებოდა ხელოვნების მუზეუმში.
გრაფ ოლდენბურგისა და პრინცესა დადიანის მიერ 1895 წელს აგებული სასახლე.
სასახლე თავისი ულამაზესი დარბაზებით...ფონდში დაცული ძველი და თანამედროვე ქართული თეატრის,კინოს,მუსიკისა და ქორეოგრაფიის ისტორიის ამსახველი უმდიდრესი მასალით....
იქვე ესაუბრნენ თუ საქართველოს რომელ კუთხეში როგორ ხვდებიან ახალ წელს და თავისი ხელით გააკეთებინეს გირლიანდები ....
ინფორმაციით გაჯერებული დღე, დღე რომელიც მოსწავლეებს არასდროს დაავიწყდებათ
გამოქვეყნებულია 23-12-2017, 15:12
2017 წლის 22 დეკემბერს Iბ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ
მე-200 საჯარო სკოლა პანსიონის აღსაზრდელებს.ბავშვებმა მიულოცეს მათ დამდეგი შობა - ახალი წელი და გადასცეს სიმბოლური საჩუქრები. აქტივობის ორგანიზატორი იყო ნიკოლოზ თაბუაშვილის დედა ნინო კოპალიანი, დიდი მადლობა მას .
გამოქვეყნებულია 23-12-2017, 11:55
ქრისტინე შამათავა 12 კლასის მოსწავლე : ,, ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ტრენინგი ,, ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაციები“. მინდა ავღნიშნო, რომ ამ შეხვედრამ მნიშვნელოვანი უნარები შემმატა, ვისწავლე თუ როგორ ვიყო კარგი ლიდერი, რა განსხვავებაა უფროსსა და ლიდერს შორის,როგორ დავამყარო კომუნიკაცია ხალხთან პრეზენტაციის დროს, ბევრი პრეზენტაცია ჩამიტარებია სკოლაში, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ მქონოდა სათადარიგო გეგმა. ამ ტრენინგმა მომცა საშუალება დამენახა საკუთარი შეცდომები და შემდეგ გამომესწორებინა.“
გამოქვეყნებულია 21-12-2017, 14:59
21 დეკემბერს რუსულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი 4გ კლასში თემაზე "Азбука.Алфавит". კლასში პოზიტიური გარემო იყო, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
გამოავლინეს პრეზენტაციის და ზეპირი მეტყველების უნარი.გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა მოსწავლეები წაახალისა საახალწლოდ სიგელებით.
გამოქვეყნებულია 21-12-2017, 14:20
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება თანამედროვე სასკოლო ცხოვრების აუცილებელი ნაწილია,რადგან ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის გააზრება სწორედ სკოლიდან იწყება.სკოლა „კანდიდის“ მოსწავლეები მუდმივად ჩართული არიან იმ კამპანიებში,რომელიც მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და აუცილებლობას,ამიტომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო და საქმიანი იყო „განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა“ და კომპანია „Helfing Hends”-ის მიერ გამოცხადებულ ჩანახატების კომკურსში ჩართვა, თემატიკა ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცლებლობას ეხებოდა. სკოლის მოსწავლეებმა ანა-მარია ხორგუანმა(VIII კლასი), ანა ქვრივიშვილმა (VI კლასი) და პეტრე მაქაცარიამ( V კლასი), აქტიური მონაწილეობა მიიღეს კონკურსში. ანა ქვრივიშვილი და პეტრე მაქაცარია კი დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით.
გამოქვეყნებულია 21-12-2017, 14:13
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ვიდეოფილმების კონკურსში, რომლის ფარგლებში მოამზადეს ფილმი სკოლაში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების შესახებ.
გამოქვეყნებულია 21-12-2017, 14:11
ჩვენი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის ყოველწლიურ, გლობალურ პროექტში - "კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეული". ღონისძიება ორგანიზებულია არაკომერციული ორგანიზაცია Code.org-ის მიერ. ფაკულტეტის მიერ ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კომპიუტერული მეციერებიებისა და ინჟინერიის კვირეული. მოსწავლეები დაესწრნენ ერთ საათიან პროგრამას Hour of Code, რაც გულისხმობს პროგრამირების საფუძვლების შესწავლას, მათ შეასრულეს მოცემული დავალება ვიზუალურ პროგრამირებაში და მიიღეს სერთიფიკატები და საჩუქრები.
გამოქვეყნებულია 20-12-2017, 17:09
2017 წლის 20 დეკემბერს V “ბ“ კლასში რუსული ენის პედაგოგებმა დიანა წამალაშვილმა და მზია ყოინაშვილმა ჩაატარეს რუსული ენის კალიგრაფიის კონკურსი. ამ კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)