ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 17-02-2017, 10:13
საქართველოს ეროვნულ არქივთან მუდმივი თანამშრომლობიდან გამომდინარე შპს ,, კანდიდი,, საშუალო სკოლის VI ა კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელთან მაგდა გიორგბერიძეთან და ისტორიის მასწავლებელ თამარ ფესტვენიძესთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებულ აკაკი შანიძის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საღამოზე, ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა გაცნობოდნენ მოსწავლეები დიდი მეცნიერის ბიოგრაფიულ და საზოგადოებრივ ცხოვრების ამსახველ მასალებს.
გამოქვეყნებულია 16-02-2017, 10:58
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მარინე ირემაშვილმა VIIIა კლასი, ხელმძღვანელთან ნინო აბუაშვილთან ერთად წაიყვანა „საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში“.
მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად გაიხსენეს სამი შატბერდიელი ხელნაწერის თავგადასავალი, ისაუბრეს ძველ საწერ საშუალებებზე. შემდეგ საგამოფენო დარბაზის თანამშრომელმა მოსწავლეებს უჩვენა ძველი ხელნაწერების ამსახველი მეტად საინტერესო ფოტო და ვიდეო მასალა. დაათვალიერებინა „ვეფხისტყაოსნის“ ვახტანგისეული რედაქციისა და რამდენიმე ოთხთავის მულაჟი, რამაც მოსწავლეებზე დიდი ემოციური შთაბეჭდილება მოახდინა.
გამოქვეყნებულია 16-02-2017, 10:48
15 თებერვალს 6ა კლასის მოსწავლეები დამრიგებელ მაგდა გიორგბერიძესთან ერთად იმყოფებოდა TBS ბანკის საგამოფენო დარბაზში, სადაც წაროდგენილი იყო მირზაანის მუზეუმში დაცული, ნიკო ფიროსმანის ნამუშევართა სრული კოლექცია,მათ შორის TBS ბანკის დაფინანსებით აღდგენილი ორი ტილო „თამარ მეფე“ და „შოთა რუსთაველი“
გამოფენის დათვალიერების დასასრულს ბავშვებმა გალერისტების დახმარებით დახატეს ფიროსმანის ცნობილი ნახატები.
ექსკურსია ემსახურებოდა მოსწავლეებში ხელოვნებისადმი სიყვარულის გაღრმავაებას და თვალსაწიერის გაფართოებას.
გამოქვეყნებულია 16-02-2017, 10:08
16 თებერვალს Xა-Xბ კლასები, ფიზიკის მასწავლებელის ნათია ლოლაძის ინიციატივით ეწვივნენ ექსპერიმენტარიუმს.
ექსპერიმენტორიუმი მეცნიერებასა და მუზეუმზე თავიდან ბოლომდე ცვლის წარმოდგენას, რამდენადაც მათი გამოცდაა შესაძლებელი. იქ ფიზიკის ძალიან ბევრი ექსპონატია წარმოდგენილი... მოსწავლეებმა გაზომეს ყვირილის ძალა, დასხდნენ ლურსმნებიან სკამზე, აწიეს მეგობარი ჰაერში, ხელით დაიჭირეს ელვა, დახატეს ქვიშაზე, მიიღეს მონაწილეობა მეცნიერულ შოუებში , თავად გამოსცადეს ექსპონატებთან შეხება,.. აღსანიშნავია რომ ყველა ექსპონატი ინტერაქტიული იყო.
„კანდიდელების“ აზრით ექსპერიმენტორიუმი ქალაქის ყველაზე უჩვეულო მუზეუმია.
გამოქვეყნებულია 13-02-2017, 14:47
მეორე ეტაპის მიზანი გახლდათ მოსწავლეებისათვის თვალსაჩინოთ ჩენება იმისა თუ როგორ და სად მზადდება წიგნი. შესაბამისად სტამბაში ,,IDEAPRINTI” სტუმრობით მე-2 ბ კლასის მოსწავლეებმა ნახეს თუ რამდენ ეტაპს გადის წიგნის ბეჭვდის პროცესი.მოსწავლეები გულისყურით ადევნებდნენ თვალს ბეჭვდის პროცესს.ბოლოს კი საკუთარი ხელებით დაამზადეს რვეულები ,რომლებიც საჩუქრად გადმოეცათ.
გამოქვეყნებულია 10-02-2017, 10:55
სკოლა „კანდიდის“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ი.გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ ორგანიზებულ პროექტში „მოვეფეროთ იაკობს და დედაენას“, რომელიც ი.გოგებაშვილის დაბადების 176-ე და „დედა ენის“ 140 წლისთავისადმია მოძღვნილი. მოსწავლეებმა შექმნეს ილუსტრირებული ალბომები და ხელისგულისოდენა წიგნები.
სკოლა კანდიდს და გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.
გამოქვეყნებულია 8-02-2017, 14:34
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სანდიეგოს უნუვერსიტეტის ეგიდით ჩატარებულ ოლომპიადაში „მეცნიერების თასი-2017“ გუნდი „კანდიდი-1“ მოხვდა ფინალურ ეტაპზე, სადაც საქართველოს მაშტაბით VI ადგილი დაიკავა.
გამოქვეყნებულია 6-02-2017, 14:09
ორგანიზაცია „მოქალაქემ“ 2016-2017 სასწავლო წელსაც ჩაატარა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა საქართველოს სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებისათვის, სადაც მონაწილეობა მიიღო ჩვენმა სკოლის მოსწავლეებმაც. აღნიშნული ოლიმპიადა უკვე მესამედ ტარდება და ის მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებისა და ახალგაზრდების დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას. პროექტით განსაზღვრულია ნიჭიერი, მაღალი მოქალაქეობრივი კომპეტენციისა და სოციალურად აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერა, ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების აღზრდის ხელშეწყობა.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტური კომპიუტერულად ჩატარდა და მან მთელი საქართველოს მასშტაბით 2197 გამარჯვებული გამოავლინა, მათშორის არიან ჩვენი სკოლის XI კლასის ნოსწავლეები: ნინო თათენაშვილი , მარიამ მარგებაძე და გურამ თათენაშვილი,მოსწავლეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები და სასაჩუქრე ნაკრებები , ხოლო ნინო თათენაშვილი, როგორც მაღალი რეიტინგის მქონე დააჯილდოვა თავად მაია მიმინოშვილმა
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მაშტაბით 12 თებერვალს სპეციალურად შერჩეულ სკოლებში ჩატარდება, სკოლა „კანდიდი“ წარმატებებს უსურვებს გამარჯვებულ მოსწავლეებს.
გამოქვეყნებულია 3-02-2017, 11:31
2017 წლის 3 თებერვალს 2 ბ კლასის დამრიგებელმა რუსუდან ალიბეგაშვილმა განახორციელა პროექტი „ წიგნი ჩემი მეგობარია“, რომლის მიზანიც გახლდათ კითხვის მოტივაციის გაზრდა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში.
თავდაპირველად მოსწავლეებს მიეცათ არდადეგებზე წასაკითხათ ასტრიდ ლინდგრენის „ლოტა აურზაურის ქვეყნიდან“, ხოლო გამოსვლისთანავე მოეწყო წაკითხული წიგნის განხილვა. მოსწავლეები გაეცნენ ავტორს და მის ბიოგრაფიას. ასევე უპასუხეს ტექსტიდან დასმულ კითხვებს, გამოყვეს თექსტიდან ყველაზე დასამახსოვრებელი აბზაცები,გააკეთეს ჩანახატები და საბოლოოდ წერილი მიწერეს მთავარ გმირ ლოტას.
გამოქვეყნებულია 28-01-2017, 14:48
28 იანვარს IVგ კლასის პედაგოგმა მაია კახაიამ განახორციელა პროექტი თემაზე „ქართულ ენა და ლიტერატურა“. პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში მშობლიური ენის მიმართ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას, დამუშავებას და უკუკავშირს - პრეზენტაციების სახით.
მონაწილე მოსწავლეებს პრეზენტაციების ბოლოს სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მარინე ქვრივიშილმა გადასცა სერთიფიკატები.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)