ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 20-05-2012, 18:53
დღეს საატესტატო გამოცდების პირველი დღეა.
გამოქვეყნებულია 20-05-2012, 18:50
19/20 მაისს სკოლა „ კანდიდში“ დაიწყო მე-12 კლასელთათვის „პრეტესტი“. ვემზადებით საატესატო (CAT) გამოცდებისათვის. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!
გამოქვეყნებულია 20-05-2012, 18:49
სკოლა „კანდიდი“ ჩაერთო ბავშვთა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებში და წარმოადგინა გოგონათა და ვაჟთა გუნდი .
გამოქვეყნებულია 5-05-2012, 14:38
30 აპრილს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა ლელა ქუხილავამ და სალომე ჯიშკარიანმა დირექციის დახმარებით სკოლის ფოიეში მოაწყვეს ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა , რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სკოლა ,,კანდიდის’’ მოსწავლეები.
გამოქვეყნებულია 5-05-2012, 14:36
28 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ,,საბავშვო უნივერსიტეტი’’ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტმა დიდ სააქტო დარბაზში ჩაატარა ,,ვიქტორინა2012 ი’ ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში :ფიზიკა ,ქიმია,ბიოლოგია,მათემატიკა და გეოგრაფია X-XII კლასებში, რომლშიც მონაწილეობას იღებდა ჩვენი სკოლის გუნდი ,,კანდიდი’’ .
გამოქვეყნებულია 5-05-2012, 14:33
2012 წლის 4 მარტს ორგანიზაცია ,,კინგსმა’’ ინგლისურ ენაში დაიწყო ოლიმპიადა, რომელშიც ჩვენი სკოლაც ჩერთო.
გამოქვეყნებულია 5-05-2012, 14:31
23 აპრილს გამოვლინდნენ ოლიმპიადა ,,ევერესტში ი’ მათემატიკაში III ტურში გადასული სკოლა ,,კანდიდის ი’ მოსწავლეები.
გამოქვეყნებულია 2-05-2012, 12:50
22 აპრილს მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა :გიორგი გუმბერიძემ, საბა კვიჟინაძემ და ზვიადი გეგუჩაძემ სკოლის დირექციისა და სპორტის მასწავლებლის ,გიგი სარჯველაძის დახმარებით დაიწყეს საფეხბურთო ტურნირი .ტურნირში მონაწილეობას იღებენ X ბ ,XI ა და XI ბ კლასის მოსწავლეები . გამარჯვებულ გუნდს სკოლის დირექციისგან გადაეცემა 100 ლარი , სკოლის თასი და სამახსოვრო დიპლომები.
გამოქვეყნებულია 2-05-2012, 11:33
ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი ბუნებაში 6(ბ) კლასში პედაგოგ ეკატერინე მოლაშხიას ხელმძღვანელობით. გაკვეთილის თემა გახლდათ - ჩვენი ლაბორატორია,
გაკვეთილზე აქტიურად იქნა გამოყენებული სკოლაში არსებული ლაბორატორია . ბავშვები დამოუკიდებლად ასრულებდნენ სხვადასხვა ტიპის დავალებებს , იცოდნენ ლაბორატორიაში მოქცევის წესები.
გამოქვეყნებულია 2-05-2012, 11:30
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს პროკურატურამ ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გამოაცხადა კონკურსი. მოსწავლეებს თავად უნდა შეექმნათ დევიზი და ლოგო იმ ანტინარკოტიკული კამპანიისთვის, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო. ჩვენი სკოლიდან, ამ კონკურსისათვის, შეირჩა Xi კლასის მოსწავლის ზვიად გეგუჩაძის ლოგო და სლოგანი.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)