ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 30-12-2017, 10:48








გამოქვეყნებულია 29-12-2017, 15:22
ჩვენი სკოლა ყოველთვის აქტიურად არის ჩართული ინტელექტუალურ თამაშში – "ტვინების ბრძოლა", რომელის ორგანიზატორიც გახლავთ შემეცნებით–საგანმანათლებლო პროექტების კომპანია " Brains.ge". კომპანიის მიზანია ახალგაზრდებში ლოგიკური აზროვნების განვითარება და არაფორმალური მეთოდებით განათლების დონის ამაღლება.
გამოქვეყნებულია 29-12-2017, 15:16
2017 წლის 29 დეკემბერს Iბ კლასმა ირმა გურგენიძის ხელმძღვანელობით დადგა სპექტაკლი ,,საახალწლო საჩუქარი" . ბავშვებმა გამოავლინეს შემოქმედებითი უნარები, იცეკვეს,იმღერეს, ლექსებით მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი.
გამოქვეყნებულია 29-12-2017, 15:14
სკოლა კანდიდში ფსიქოლოგთან და სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან თანამშრომლობით სისტემატიური ხასიათი აქვს იმ პრობლემებზე მსჯელობას,რომლებიც ასე აქტუალური გახდა ჩვენს ქვეყანაში.სკოლა ცდილობს,მოზარდებს უჩვენოს სწორი გზა იმ სირთულეების დასაძლევად,როგორიცაა -ბულინგი სკოლაში.
ამ მიზნით ყველა კლასში ვაჩვენეთ მოკლემეტრაჟიანი შემეცნებითი ფილმი ბულინგის თემაზე.მასში კარგად არის ნაჩვენები ის პრევენციული ზომები,რომელთა მიღების შემთხვევაში თავიდან ავიცილებთ ამ პრობლემებს. ფილმის ჩვენების მიზანი იყო მოსწავლეებში ემპათიის გრძნობის განვითარება,სხვისი გრძნობების გათავისება.იმის გაცნობიერება ,რომ სხვას მოექცნენ ისე ,როგორც ისურვებდნენ რომ მას მოქცეოდნენ.კომუნიკაციური უნარების განვითარება კი სწორად წარმართული სასკოლო მუშაობის შედეგია,რაც სკოლა კანდიდის პრიორიტეტია
გამოქვეყნებულია 29-12-2017, 14:47
გამოვლინდნენ 2017-18 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტურში გადასული მოსწავლეეები:
გამოქვეყნებულია 29-12-2017, 14:03
29 დეკემბერს სკოლა ""კანდიდის" lგ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი "საახალწლო ზღაპარი". ყველა მონაწილეს გადაეცა "პატარა მსახიობის" ნომინაცია. ბავშვებმა თოვლის ბაბუიუსგან მიიღეს საჩუქრები. ვფიქრობთ ეს დღე დაუვიწყარი იქნება პატარებისათვის...
გამოქვეყნებულია 29-12-2017, 11:35
28 დეკემბერს სკოლა "კანდიდის" დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ჩაუტარდათ საერთო საახალწლო ღონისძიება. IV კლასელებმა წარმოადგინეს პოპური ცეკვები, ხოლო II და III კლასებმა შეასრულეს საახალწლო სიმღერები. ღონისძიება ორგანიზებული იყო ცეკვის პედაგოგის თაკო ურდულაძის და მუსიკის პედაგოგის მაია ჯინჭველაშვილის მიერ.
გამოქვეყნებულია 29-12-2017, 10:40
წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა ბაკურიანის ტური. მოსწავლეები ოთხი დღის განმავლობაში დატვირთულები იყვნენ სხვადასხვა სახის შემეცნებით-სახალისო აქტივობებით. წლის საახალწლო კარნავალიც ამ ტურის ფარგლებში ბაკურიანის კინოთეატრში გაიმართა, რამაც მოგზაურობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა.
ტური ორგნიზებული იყო სკოლის თვითმმართველების მიერ.
გამოქვეყნებულია 28-12-2017, 15:35
28 დეკემბერს IIბ კლასის მოსწავლის სალომე ლოხიშვილის მშობელმა- ნათია ჩილაშვილმა, ჩაატარა გაკვეთილი თემაზე -„საახალწლო სათამაშოები“.გაკვეთილზე აუხსნა და აჩვენა თუ როგორ კეთდება სხვადასხვა სახის საახალწლო სათამაშო. ბავშვებმა დიდი სიხარულითა და სიამოვნებით ისწავლეს და გააკეთეს საახალწლო სათამაშოები. ბოლოს მორთეს ნაძვის ხე. გაკვეთილი იყო სახალისო და საინტერესო. მადლობა ქალბატონ ნათიას.
გამოქვეყნებულია 26-12-2017, 23:40
2017წლის 26 დეკემბერს III ბ კლასი იმყოფებოდა ხელოვნების მუზეუმში.
გრაფ ოლდენბურგისა და პრინცესა დადიანის მიერ 1895 წელს აგებული სასახლე.
სასახლე თავისი ულამაზესი დარბაზებით...ფონდში დაცული ძველი და თანამედროვე ქართული თეატრის,კინოს,მუსიკისა და ქორეოგრაფიის ისტორიის ამსახველი უმდიდრესი მასალით....
იქვე ესაუბრნენ თუ საქართველოს რომელ კუთხეში როგორ ხვდებიან ახალ წელს და თავისი ხელით გააკეთებინეს გირლიანდები ....
ინფორმაციით გაჯერებული დღე, დღე რომელიც მოსწავლეებს არასდროს დაავიწყდებათ

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)