ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 20-12-2017, 12:15
2017 წ. 18 დეკემბერს შპს სკოლა „კანდიდიში“ X ბ კლასში რუსული ენის პედაგოგმა მზია ყოინაშვილმა ჩაატარა შიდა დაკვირვების ღია გაკვეთილი, რომლის თემა იყო პეტრე პირველი.
გამოქვეყნებულია 15-12-2017, 11:29
მიმდინარე სასწავლო წლის 14 დეკემბერს მე-6(ა) კლასში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე ‘’მზის სისტემა და მასში მიმდინარე ასტრონომიული მოვლენები“ მოსწავლეებმა დაასახელეს და აღწერეს სხვადასხვა კოსმოსური სხეული და იმსჯელეს მათ შორის განსხვავებებზე . აღწერეს პლენეტების მოძრაობა და ასტრონომიული მოვლენები მზის სისტემაში.
გამოქვეყნებულია 14-12-2017, 10:31
სკოლა "კანდიდში' პროექტი მშობელთა ჩართულობა სასკოლო პროცესში წარმატებით გრძელდება. 21 ნოემბერს, I ა კლასის მოსწავლეები ეწვივნენ იუსტიციის სახლს. მათ მოინახულეს სხვადასხვა სივრცე, პატარები ინტერესით უსმენდნენ გიდს.უღრმესი მადლობა გიორგი სამხარაძეს და მის დედიკოს ნატო ჩხიკვაძეს ამ საინტერესო და მრავალფეროვანი დღისთვის.
გამოქვეყნებულია 14-12-2017, 10:29
სკოლა "კანდიდში' მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში“ ფარგლებში, 18 ნოემბერს, I ა კლასის მოსწავლის, ნიკოლოზ სოფრომაძის დედამ, მელანო მესხმა მასწავლებელ თამარ ტიტვინიძესთან ერთად ჩაატარა საინტერესო და შემეცნებითი საუბარი თემაზე "ბუნებრივი მოვლენები".
გამოქვეყნებულია 14-12-2017, 10:27
სკოლა "კანდიდი" ყოველთვის აქტიური მონაწილეა ყველა პროექტსა თუ კონკურსში, რაც სკოლის სწავლებისა და სწავლის პროცესის მიმართულების შედეგია. გამონაკლისი არ იყო საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ ორგანიზებული პროექტი - "ახალი საქართველო მოქცეულ უნდა იყოს წინ ევროპისაკენ" .გამარჯვებულად დასახელდა სამი კლასი (3ა, 3გ და 4გ) და სამი პედაგოგი (ქეთევან მაჩიტიძე, ეკატერინე ხმალაძე,მირანდა კეშელავა), რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებით. ასევე სიგელი გადაეცა დაწყებითი საფეხურის კათედრას კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის.
გამოქვეყნებულია 14-12-2017, 10:26
22 ნოემბერს სკოლა "კანდიდში", მეორე და მესამე კლასებში ჩატარდა ქართული კალიგრაფიის კონკურსი . გამარჯვებულების გამოსავლენად ყველა პედაგოგი და მოსწავლე იყო ჩართული და საერთო გადაწყვეტილებით თითო კლასიდან შეირჩა სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებით.
ესენი არიან:
1.
2.
გამოქვეყნებულია 14-12-2017, 10:14
მუსიკის მასწავლებლის - მაია ჯინჭველაშვილის ინიციატივით IIIა კლასი ესტუმრა ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს.
მოსწავლეები გაეცნენ დიდი ქართველი კომპოზიტორის ცხოვრების დეტალებს და მოისმინეს ცოცხალი შესრულებით არიები კომპოზიტორის ოპერიდან
გამოქვეყნებულია 9-12-2017, 12:35
2017 წლის 16 ნოემბერს სკოლა ,,კანდიდიში“ მშობელთა ჩართულობის პროექტის ფარგლებში ჩატარდა გაკვეთილი-საუბარი თემაზე,,ბრენდების განვითარების ისტორიები“. ლუკა მათიაშვილის დედამ- ნანო ბანცაძემ ბავშვებს გააცნო ბრენდების:,,Nutela“,,Kinder chokolate”,,Coca-Cola”,,BMV”, ,,Barbie”, ,,CHANEL”, ,,ifhone”, ,,Hary Potter” განვითარების ისტორიები.საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
გამოქვეყნებულია 7-12-2017, 14:24
2017 წლის 3 ნოემბერს პროექტში "მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში" მონაწილეობა მიიღო 1 გ კლასის მოსწავლის, ელენე როსტომაულის დედამ - ნინო ჯიქიამ. მან წარმოადგინა თემა - "ფოტოგრაფია". ბავშვებს გააცნო ფოტოაპარატის ტიპები, ესაუბრა მათ ფოტოგრაფიაზე, როგორც ხელოვნების ერთ-ერთ დარგზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ადამიანის ხასიათის გადმოცემა ფოტოების საშუალებით.გაკვეთილის ბოლოს კი თავად გადაუღო ბავშვებს სახასიათო ფოტოები. მადლობა ქ.ნინოს.
გამოქვეყნებულია 7-12-2017, 14:14
2017 წლის 17 ნოემბერს პროექტში "სასკოლო ცხოვრებაში მშობლის ჩართულობა", მონაწილეობა მიიღო 1 გ კლასის მოსწავლის სოფია დავითაშვილის დედამ - თამარ მურველაშვილმა. მან ბავშვებისათვის გასაგებად ისაუბრა თემაზე: "ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი დაავადებები და მათი პროფილაქტიკა". მადლობა სოფიას დედიკოს საინტერესო და დაუვიწყარი გაკვეთილისთვის.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივნისი 2019 (5)
მაისი 2019 (19)
აპრილი 2019 (27)
მარტი 2019 (6)
თებერვალი 2019 (8)
იანვარი 2019 (2)