ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 28-12-2018, 18:41
2018 წლის 25, 26, 27, 28 დეკემბერს მოსწავლეთა თვითმართველობის ინიციატივით, კვალავა ც განხორციელდა ბაკურიანში შემეცნებითი, გასართობი პროექტი, სადაც ჩართულნი იყვნენ IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეები,ასევე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და კლასის ხელმძღვანელები. გასვლითი ღონისძიება მრავალფეროვანი და განსხვავებული აქტივობებით დატვირთული იყო. მოსწავლეებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის. მოსწავლეთა დიდი ჩართულობით განხორციელდა საკარნავალო ჩვენება, სადაც წარმოდგენილი იყო მუსიკალური, იუმორისტული, ქორეოგრაფიული და თეატრალური ნომრები. ჩვენებაზე თვითმართველობის წევრებმა წარმოადგინეს 2017-2018 მიმოხილვის შედეგად მოსწავლეთა და მასწავლებელთა ნომინაციები. ასევე გაიმართა ინტელექტუალური შეჯიბრი „რა? სად ? როდის,“ რომლის გამარჯვებული ქულათა მაქსიმალური რაოდენობით Xბ კლასი გახდა.
ასეთი ღონისძიებები ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა სკოლა „კანდიდიში“ და ვთვლით , რომ უმნიშვნელოვანესია ურთიერთობების გაღმავებისა და კიდევ უფრო ღია და ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებისათვის.
გამოქვეყნებულია 28-12-2018, 18:08
..
გამოქვეყნებულია 28-12-2018, 12:20
მე -4 ბ კლასმა განახორციელა პროექტი "ჩემი ქვეყანა".
მოსწავლეებს წილისყრით გაუნაწილდათ საქართველოს კუთხეები.პროექტი გრძელდებოდა ორი თვე 2018 წლის ნოენბერიდან - დეკემბერის ჩათვლით.
პირველ ეტაპზე მოსწავლეები იმყოფებოდნენ გიორგი ჩიტაძის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმშიი ღია ცის ქვეშ, სადაც დაათვალიერეს და გაეცნენ ყველა კუთხის ტრადიციებს.
მეორე ეტაპზე იმუშავეს კონტურულ რუკებზე და აღწერეს საქართველოს კუთხეები და ასევე დაკარგული ტერიტორიები- "ტაო" და" საინგილო".
მესამე ეტაპზე ემიგრანტებზე მოიძიეს ინფორმაცია კვლევით, რომელ ქვეყანაში რამდენი ქართველია ემიგრაციაში.
და ბოლოს შეგროვებული მასალით წარსდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: სკოლის ადმინისტრაცია სრული შემადგენლობით, დაწყებითი სფეხურის კათედრა და მონაწილე მოსწავლეების მშობლები.
გამოქვეყნებულია 24-12-2018, 10:50
..
გამოქვეყნებულია 23-12-2018, 10:47
23 დეკემბერს I-ა კლასმა- დამრიგებელი ნინო ქობულაშვილი- ჩაატარა საახალწლო სპექტაკლი- " ქონდარუხი და მეგობრები" სპექტაკლის მიზანი იყო მოსწავლეთა სოციალური უნარების და მეტყველების დახვეწა - განვითარება.სპექტაკლმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა
გამოქვეყნებულია 23-12-2018, 10:40
2018 წლის 23 დეკემბერს Iბ კლასში ჩატარდა საახალწლო ღონისძიება. რომლის მიზანი იყო სოციალური უნარების განვითარება. ღონისძებაში მოსწავლეები წარმოაჩინდნენ შემოქმედებითი კუთხით.
გამოქვეყნებულია 22-12-2018, 11:23
2018 წლის 22 დეკემბერს სკოლა „ კანდიდის „ II გ კლასის მოსწავლეებმა სკოლის დარბაზში წარმოადგინეს ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სპექტაკლი (სპექტაკლის რეჟისორი - კლასის ხელმძღვანელი მაია კახაია). ბავშვებმა გაიხსენეს ნიკალას ბიოგრაფია, გააცოცხლეს მისი ნახატების გმირები. სპექტაკლის ბოლოს თითოეულ მონაწილეს გადაეცა სიგელი ნომინაციით „პატარა მსახიობი“. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებისგან მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს. ეს დღე დაუვიწყარი იქნება მათ სასკოლო ცხოვრებაში.
გამოქვეყნებულია 21-12-2018, 13:07
შავიზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოეწყო კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის საგანმანათლებლო კვირეული, სადაც მონაწილეობა მიიღო სკოლა „კანდიდის“ მონაწილეებმა. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეების დაინტერესება ინჟინერიითა და კომპიუტერული მეცნიერებებით, ასევე მათი ჩაბმა Hour of Code (HOC)-ის მსოფლიო მარათონში. HOC იყო ერთსაათიანი აქტივობა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გაეცნენ პროგრამირების საფუძვლებს, კოდირებას. ჩატარდა ტრენინგი ვიზუალურ დაპროგრამებაში, HTML-ისა და C#-ის საფუძვლებში.
ანი ინწკირველი"/>
გამოქვეყნებულია 21-12-2018, 12:37
სენტიმენტალურობა არ მჩვევია არასდროს,თუმცა ახლა,ამ სიტყვების წერისას,ვგრძნობ რომ მიჭირს ცრემლების შეკავება.ერთად იყრის თავს უამრავი ემოცია,რისი მიზეზიც ჩემი "კანდიდია".კანდიდი ჩვეულებრივი სკოლა არ არის,აქ მხოლოდ საშუალო განათლებას არ გაძლევენ.გერქვას კანდიდელი უდიდეს ბედნიერებასთან ერთად დიდი პრივილეგიაცაა,რადგან გაქვს შესაძლებლობა გახდე დიდი ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი.დიახ,ოჯახის 🙂 ჩემთვის კანდიდი ტკბილი სახლია,სადაც მუდამ მეგულებიან უძვირფასესი და უთბილესი ადამიანები.აქ გატარებული 12 წელიწადი ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპია.კანდიდი ჩემთვის სკოლის ეტალონია,იმიტომ არა რომ ჩემია,უბრალოდ აქ გაძლევენ უდიდეს შესაძლებლობებს,რათა გახდე ღირსეული და სრულფასოვანი პიროვნება.რა მომცა ჩემმა სკოლამ?რა თქმა უნდა, ცოდნის მაღალი ხარისხის გარდა,თვითრწმენა, მიზანდასახულობა,კანდიდის დიდმა ოჯახმა მასწავლა როგორ წარმოვაჩინო საკუთარი თავი და მივაღწიო დასახულ მიზნებს ნებისმიერ სიტუაციაში😊მოკლედ,კანდიდი არის ურთიერთობა!ამ სკოლის კედლებში გატარებული თითოეული დღე კი უძვირფასესია ყველა კანდიდელისთვის.
ქრისტი შამათავა"/>
გამოქვეყნებულია 20-12-2018, 14:41
მოკლედ რომ ვთვქათ მოგზაურობა ხშირად მიწევდა.არა,სხვადასხვა ქვეყანაში კი არა,სკოლებში მოგზაურობა. ,,აქაც მე ვარ ,იქაც მე ვარ“-ის პრინციპით ხან საჯაროში ვსწავლობდი,ხან კერძოში.ერთი...ორი...სამი წლით.ბოლო გაჩერება ,,კანდიდი“ აღმოჩნდა და რომ იცოდეთ ,როგორ მშვიდად ,,ჩამოვცხოვრდი“ აქ.მოგიყვებით როგორ გავატარე სასკოლო ცხოვრების ბოლო ხუთი და წელი და,ვინ იცის ,იქნებ თქვენც აქ დაგეგმოთ შემდეგი მოგზაურობა.
დილის ათვლის წერტილი,რა თქმა უნდა, ,,კანდიდი“ იყო.ათის ნახევარზე მაგიური კარები იღებოდა.ჩაივლიდი დერეფანს,სადაც პერიოდულად თემატურად მორთული კედლები და კარები გვხდებოდა.საახალწლოდ ნაძვის ხეებსა და სათამაშოებს,სააღდგომოდ კვერცხებსა და პასკებს ხედავდი,გაზაფხულზე ბაღნარი გვქონდა,შემოდგომით ფოთოლცვენა ანუ განწყობა არასდროს გვაკლდა.კიბეების არბენისას დამრიგებელი შემოგხვდებოდა,რომელსაც რატომღაც მისი სახელის კნინობითი ფორმით მივმართავდით.დაიწყებოდა გაკვეთილი,45 წუთი მხიარულად გადიოდა,თან თუ ამაში პედაგოგიც ხელს გვიწყობდა ,რაც ძალიან ხშირად ხდებოდა.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)