ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 6-04-2019, 11:35
მარტის თვის განმავლობაში, ჩვენი სკოლის მოსწავლეები (VIII ა, I გ, VI გ , IV ა) "სადამრიგებლო აქტივობის" ფარგლებში, იმყოფებოდნენ „ილუზიების მუზეუმში“.
გამოქვეყნებულია 6-04-2019, 10:47
5 აპრილს სკოლა "კანდიდში" გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით ჩატარდა პროექტი - "გაზაფხული შემოსულა ლენ ". პროექტის ორგანიზატორი გახლდათ, ბიბლიოთეკარი - ქალბატონი ნანა ურდულაძე. პროექტი წარმოადგინეს მესამე კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგები - ნინო ფარსმანიშვილი, ირმა გურგენიძე, ნინო ხმალაძე).

გამოქვეყნებულია 4-04-2019, 16:07
28 მარტს მოსწავლეები, (III ა, III ბ და III გ კლასი) იმყოფებოდნენ, თბილისის სახალისო მეცნიერებათა მუზეუმ ,,ექსპერიმენტორიუმში“. სადაც დაათვალიერეს უამრავი ინტერაქტიული ექსპონატი. მათ ასევე მიეცათ საშუალება, ექსპერიმენტები უშუალოდ გამოეცადათ, რაც მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.

გამოქვეყნებულია 4-04-2019, 15:55
სკოლა „კანდიდი“, უკვე რამდენიმე წელია, აქტიური მონაწილეა იმ საგნობრივი ოლიმპიადებისა, რომელსაც საგანმანათლებლო ორგანიზაცია "კინგსი" ახორციელებს. გამონაკლისი არც 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სეზონი ყოფილა.
გამოქვეყნებულია 4-04-2019, 15:47
25 მარტს, სკოლა „კანდიდის“ I გ კლასის მოსწავლეები (დამრ: ე. ჯანეზაშვილი) ესტუმრნენ "ბარამბოს" ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან აწარმოებს, სხვადასხვა სახის საკონდიტრო და ტკბილეულის პროდუქციას. საწარმოს ანალოგი არ ჰყავს ამიერკავკასიაში: მასშტაბით, ხარისხით და წარმოების ტექნოლოგიით.

გამოქვეყნებულია 4-04-2019, 15:13
26 მარტს VI ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელთან ერთად, იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ არქივში, სადაც გაიმართა აღდგენილი ქართული მულტიპიკაციური ფილმების ჩვენება. ბავშვებმა ნახეს ცხრა მულტიპლიკაციური ფილმი, რომელთაგან უმეტესობა ნანახი არ ჰქონდათ, სწორედ ამიტომ, მათთვის აღნიშნული ვიზიტი მეტად საინტერესო აღმოჩნდა.

გამოქვეყნებულია 4-04-2019, 12:31
30 მარტს VI კლასი ესტუმრა Gino Paradise-ს. აღნიშნული აკვაპარკი წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ, ხოლო ამიერკავკასიაში – ერთადერთ, მასშტაბურ წყლის ცენტრს უამრავი ატრაქციონით, 31 მეტრიანი ტობოგანით და დახურული და ღია აუზებით.

ბავშვები ჩაერთნენ "Gino Paradise"-ის ტრენერების მიერ წინასწარ მომზადებულ საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებში, სადაც მათ უნდა გამოევლინათ გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარები. აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობდა ბავშვების შემეცნებითი უნარების და ფანტაზიის განვითარებას.

საბოლოოდ დღემ მეტად სასიამოვნოდ და საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა დრო მხიარულად გაატარეს.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივნისი 2019 (5)
მაისი 2019 (19)
აპრილი 2019 (27)
მარტი 2019 (6)
თებერვალი 2019 (8)
იანვარი 2019 (2)