ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 7-12-2017, 14:14
2017 წლის 17 ნოემბერს პროექტში "სასკოლო ცხოვრებაში მშობლის ჩართულობა", მონაწილეობა მიიღო 1 გ კლასის მოსწავლის სოფია დავითაშვილის დედამ - თამარ მურველაშვილმა. მან ბავშვებისათვის გასაგებად ისაუბრა თემაზე: "ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი დაავადებები და მათი პროფილაქტიკა". მადლობა სოფიას დედიკოს საინტერესო და დაუვიწყარი გაკვეთილისთვის.
გამოქვეყნებულია 7-12-2017, 14:07
სკოლა "კანდიდის" მე-3 და მე-4 კლასელები მუსიკის მასწავლებლის,მაია ჯინჭველაშვილის მიწვევით სტუმრობდნენ ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს. სპეციალურად ამ დღისთვის მომღერალმა ბაია გრიგოლიამ შეასრულა არიები ზაქარია ფალიაშვილის ოპერებიდან.
ვიოლინო-ქეთევან თავშავაძე. ფლეიტა - ია ბახტაძე. ფორტეპიანო - მაია ჯინჭველაშვილი.
მადლობა ქალბატონ მაიას !
გამოქვეყნებულია 7-12-2017, 12:28
2017 წლის 6 დეკემბერს პროექტში "სასკოლო ცხოვრებაში მშობლის ჩართულობა", მონაწილეობა მიიღო 1 ბ კლასის მოსწავლის საბა არაბულის დედამ - ანნა თოდუამ. ბავშვებმა თავიანთი ხელით შექმნეს საახალწლო დეკორაციები. გაკვეთილი საინტერესო და სახალისო იყო.დიდი მადლობა ანნა თოდუას .
გამოქვეყნებულია 4-12-2017, 15:03
17 ნოემბერს 3 ა კლასს დამრიგებლის-ეკატერინე ხმალაძის მოწვევით სტუმრად ეწვივა ხელოვანი - ნანა დავლიანიძე, რომელმაც პედაგოგთან ერთად ჩაატარა ხელოვნების გაკვეთილი თემაზე - 'შემოდგომის ფერები". ბავშვებმა ფოთლების საშუალებით თავად შექმნეს ნამუშევრები. გაკვეთილი იყო ძალიან სანტერესო, სახალისო, შემოქმედებითი და ფერადი, რისთვისაც უდიდესი მადლობა ქ.ნანას
გამოქვეყნებულია 4-12-2017, 14:52
სკოლა-„კანდიდი“-ს V კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ ზ. ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს. ექსკურსიას უძღვებოდა ქ-ნი ვიკა სითაძე-დავითაშვილი, რომელმაც გამოფენილი სურათების მიხედვით ისაუბრა ზ. ფალიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. მუზეუმში წარმოდგენილი ნივთების დახმარებით: ვალტორნა, გრამ-ფირფიტა, ფის-გარმონია და სხვა. მოსწავლეებს კიდევ უფრო გაუღრმავდათ ცოდნა კომპოზიტორის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. მათ წარმოდგენა შეექმნათ, როგორ მეცადინეობდა ზაქარია ვალტორნაზე; გრამაფონი ინახავდა საიდუმლოს იმის შესახებ, თუ როგორ დადიოდა იგი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქართული სიმღერების შესაგროვებლად. ოპერა „აბესალომ და ეთერის“ კოსტუმებმა გაახსენათ ოპერის სიუჟეტი და მისი შექმნის ისტორია . მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ზაქარიას სამუშაო ოთახმა, სადაც იქმნებოდა კომპოზიტორის უამრავი ნაწარმოები და როიალმა, რომელზეც იწერებოდა ეს ოპერები.
გამოქვეყნებულია 22-11-2017, 12:58
2017 წლის 21 ნოემბერს სკოლა ,,კანდიდის“ მე-3 ბ კლასის მოსწავლეები დამრიგებელ: რუსუდან ალიბეგაშვილთან ერთად ესტუმრნენ გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმს.მათ მოისმინეს პოეტის ბიოგრაფია და თვითონაც აქტიურად ჩაებნენ პროცესში-წაიკითხეს გალაკტიონის ლექსები და ისაუბრეს შესახებ საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით,რაც შეუმჩნეველი არ დარჩათ მასპინძლებს და შექებაც დაიმსახურეს.
გამოქვეყნებულია 18-11-2017, 12:41
2017 წლის 17 ნოემბერს ბარბარე ნიკოლაიშვილის მამამ, თამაზ ნიკოლაიშვილმა პროექტის- " მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში" განახორციელა აქტივობა თემაზე: ,,მოგზაურობა კომპიუტერულ სამყაროში".
ბავშვებმა მოამზადეს კითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.
გაკვეთილი საინტერესო და სახალისო გარემოში წარიმართა.
გამოქვეყნებულია 17-11-2017, 12:26
მე–2 გ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნინო ხმალაძესთან ერთად, იმოგზაურეს კახეთში, ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებს თავად შეეგრძნოთ ბარაქიანი შემოდგომა. ისინი იმყოფებოდნენ რთველში, მონაწილეობა მიიღეს ყურძნის კრეფაში, ნახეს თათარაობის პროცესი და თავად ამოავლეს ჩურჩხელები. მოსწავლეები გაეცნენ თექის დამუშავების ტექნოლოგიას და დაამზადეს თექისგან სხვადასხვა ნამუშევრები. გზა გაგრძელდა სიღნაღში, სადაც გაეცნენ სიღნაღის ღირშესანიშნაობებს და დატკბნენ ალაზნის ველის ულამაზესი ხედებით. მოსწავლეებმა მოინახულეს ასევე ბოდბის მონასტერი, მოილოცეს წმინდა ნინოს საფლავი . და ბოლოს ჩატარდა მასწავლებლის მიერ მინი ლექცია წმინდა ნინოს ცხოვრებაზე და ქრისტიანულ მოღვაწეობაზე.
გამოქვეყნებულია 15-11-2017, 14:52
მადლობას ვუხდით 4ა კლასის (დამრიგებელი ნინო ქობულაშვილი) მოსწავლის სანდრო ხარებაშვილის მშობელს-ლელა ხარებაშვილს, რომელმაც შემოგვთავაზა აქტივობა თემაზე - "რელიგია და საზოგადოება".
გამოქვეყნებულია 15-11-2017, 14:24
მე-3ბ კლასში დაიწყო მშობელთა ჩართულობით გაკვეთილების ჩატარება და პროფესიების გაცნობა... დღევანდელი დღის გმირი იოანე წიკლაურის დედა ჯუნა გაბიდაური გახლდათ. ის ბავშვებს ესაუბრა თავისი პროფესიის შესახებ.დღეიდან ყველას პოლიციელობა უნდა . . .
დამრიგებელი- რუსუდან ალიბეგაშვილი

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)