ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 31-10-2017, 11:15
2017 წლის 31 ოქტომბერს პროექტში "სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა" მონაწილეობა მიიღო 1 გ კლასის მოსწავლის, სალომე ალადაშვილის დედამ-ნინო შეყილაძემ. მან ისაუბრა თემაზე "ყურძნის ჯიშები და ღვინის წარმოების ტექნოლოგია'. ბავშვებმა იმსჯელეს რთველის შესახებ. და დიდი მადლობა ქ.ნინოს საინტერესო გაკვეთილისთვის.
გამოქვეყნებულია 25-10-2017, 10:46
წელს პირველად სკოლა,, კანდიდმა,, სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობის უპრეცენდენტო შემთხვევა შექმნა. მშობლები ერთი დღით თავად ხდებიან თავიანთი შვილების მასწავლებლები.
გამოქვეყნებულია 20-10-2017, 11:20
19 ოქტომბერს მე-4ბ კლასი ეწვია ექსპერიმენტორიუმს /სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი. ბავშვებმა თავი ნამდვილ მეცნიერებად იგრძნეს. ისინი აღფრთოვანებული დარჩნენ საინტერესო ექსპონატებით და სახალისო აზოტის შოუთი.
გამოქვეყნებულია 18-10-2017, 12:26
2017 წლის 4 ოქტომბერს სკოლა "კანდიდის" 3ა და 3გ კლასები სტუმრობდნენ ზედაზენის ქარხანას. მოსწავლეებს მასპინძლობა გაუწია კოორდინატორმა, ბატ.ლევანმა, რომელმაც ძალიან საინტერესოდ მოუთხრო ბავშვებს ქარხნის ისტორია, ასევე აუხსნა ყველა დეტალი,თუ როგორ მზადდება ზედაზენის წვენები. ბავშვებმა დაათვალიერეს ქარხნის შიდა ტერიტორია, ბოლოს თითოეული მოსწავლე დაასაჩუქრეს ლიმონათებით.
გამოქვეყნებულია 18-10-2017, 12:16
ოლიმპიადა ევერესტის მონაწილეობის სიგელი გადაეცათ 3ა კლასის მოსწავლე ალექსანდრე კაციას და 4ა კლასის მოსწავლეებს ნია გოგბერაშვილის და ცოტნე შამათავას
გამოქვეყნებულია 18-10-2017, 09:51
სკოლა "კანდიდის" 3 და 4 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა 2017 წლის "KINGSIS" საგაზაფხულო ოლიმპიადაში. მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც გადაეცათ შესაბამისი ხარისხის დიპლომები
გამოქვეყნებულია 2-10-2017, 22:00
ანა ქსოვრელი, 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეორე პოზიციაზეა, 100%-იანი გრანტი აქვს და კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტზე სწავლობს:
გამოქვეყნებულია 2-10-2017, 21:18
გამოქვეყნებულია 2-10-2017, 11:24
2017 წლის 29 სექტემბერს III ა და III გ კლასები სტუმრობდნენ მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს. მიზანი იყო მოსწავლეებში მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება და თვალსაწიერის გაფართოება.
კლასის ხელმძღვანელები ეკატერინე ხმალაძე და მირანდა კეშელავა.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)