ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 29-04-2013, 12:16
ამა წლის 15 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით, სკოლა „კანდიდში“სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და ქართული ენის კათდრის ინიციატივითა და ორგანიზატორობით ჩატარდა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის ფარგლებშიც ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრებმა ჩაატარეს სხვადასხვა ღონისძიებები და კონკურსები.
გამოქვეყნებულია 29-04-2013, 12:11
სკოლა „კანდიდის“ IX კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს საქველმოქმედო აქცია „დავეხმართ ძეგვის ბავშვთა სახლს“. შემოწირულობის სახით, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა შეაგროვეს სათამაშოები და ტანსაცმელი, ასევე, შეიკრიბა გარკვეული რაოდენობის თანხაც.
გამოქვეყნებულია 29-04-2013, 12:07
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ და საქართველოს კლუბის „რა? სად? როდის?“ ინიციატივით 13 აპრილს ჩატარდა საქართველოს კერძო და საჯარო სკოლის გუნდებს შორის ინტელექტუალურ თამაში „რა? სად? როდის?“. (69 მუნიციპალურ ცენტრში), რომელშიც ჩვენი სკოლის გუნდმაც მიიღო მონაწილეობა გლდანი-ნაძალადევის მუნიციპალურ შეჯიბრში . გუნდმა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გადავიდა ფინალურ ეტაპზე ,კარგად ითამაშა და თამაშის პირველ ტურში პირველ ადგილზე იყვნენ 8 ქულით.
გამოქვეყნებულია 29-04-2013, 12:05
6 აპრილს შ.პ.ს . ,,ლიბრაი’ საქართველოს ახალგაზრდულმა ინტელექტკლუბმა ჩაატარა ქ.თბილისის სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაშის ფინალური ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის გუნდმა.
გამოქვეყნებულია 24-04-2013, 15:17
ჩატარდა IV რესპუბლიკური ოლიმპიადა „სხივი“ მათემატიკაში IV კლასელთათვის სადაც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს: ილია მეიფარიანმა, დიანა სიჭინავამ და ლუკა გაბაძემ.
გამოქვეყნებულია 23-04-2013, 10:20
15 აპრილს VII“ბ“ კლასში რუსული ენის მასწავლებელი დიანა წამალაშვილმა
ჩაატარა მხატვრული კითხვის საღამო,მიძღვნილი სიყვარულის დღეს
თემაზე:“სიყვარული, დედა, გაზახული.“
გამოქვეყნებულია 23-04-2013, 10:17
5 აპრილს VII“ბ“ კლასში რუსული ენის მასწავლებელი დიანა წამალაშვილმა ჩაატარა გაკვეთილი,რომელიც გათვლილი იყო მოსწავლეებში კვლევა-ძიების უნარის განვითარებაზე.
მოსწავლეებმა მოამზადეს პროექტი თემაზე:“Тбилиси -мой родной город.“
გამოქვეყნებულია 23-04-2013, 10:15
3 აპრილს V“ა“ კლასში რუსული ენის მასწავლებელი დიანა წამალაშვილმა
ჩაატარა რუსული ენის კალიგრაფიის კონკურსი.
გამოქვეყნებულია 17-04-2013, 14:28
8 აპრილს სკოლა ,,კანდიდში“ ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია თემაზე ,,შიდსი“ პროექტში მონაწილეობდნენ X(ა) და X(ბ) კლასის მოსწავლეები პროექტს ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის მასწავლებელი ეკატერინე მოლაშხია
გამოქვეყნებულია 17-04-2013, 14:24
გაკვეთილის მსვლელობაში მონაწილეობდნენ X ბ კლასის მოსწავლეები.
ინფორმაციის მოძიების, თემასთან დაკავშირებული ფოტოების და ვიდეო მასალის მოძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. თემა იყო მათთვის ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და თითოეული მათგანი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა დავალებას.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მზის სისტემის პლანეტების შეფერილობისა და ტემპერატურის განმაპირობებელმა ფაქტორებმა.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექცია და საბუნებისმეტყველო კათდრის წევრები.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)