ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სკოლა "კანდიდი"
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
სწავლა - ნათელი მომავლისათვის
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
გამოქვეყნებულია 15-04-2019, 13:08
2019 წლის 8 აპრილს სკოლა „კანდიდის“ IX ა კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის მასწავლებელთან და კლასის დამრიგებელთან ერთად, ჩაატარეს საგანმანათლებლო და შემეცნებითი ექსკურსია. მოინახულეს კახა ბენდუქიძის კამპუსის მუზეუმი რომელიც აერთიანებს საბუნებისმტეყველო დარგების კოლექციებს: დენდროლოგია, ენტომოლოგია, ნიადაგმცოდნეობა და მინეარლოგია, ზოოლოგია, მეაბრეშუმება, პათანატომია და მიკროორგანიზმები.
გამოქვეყნებულია 15-04-2019, 13:03
8 აპრილს, ორშაბათს, ჩვენს სკოლაში VIII ა კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი, თემაზე: „ქიმიურ რეაქციათა ტიპები“. გაკვეთილზე გამოყენებული იყო გაჩერებებით სწავლების მეთოდი, კონსტრუქტივისტული მიდგომით. კლასი გაყოფილი იყო ოთხ ჯგუფად და შესაბამისად წარმოდგენილი იყო ოთხი „გაჩერება“/დავალება, მოსწავლეებმა დამოუკიდებლად ჩაატარეს ქიმიური ექსპერიმენტები, გააანალიზეს მიღებული შედეგები და შეადგინეს რეაქციათა ტოლობები.
გამოქვეყნებულია 15-04-2019, 11:03
2019 წლის 2 აპრილს, სკოლა „კანდიდის“ II ა კლასი გასვლითი ღონისძიებით იმყოფებოდა შპს „ქართული შოკოლადის“ კაფე-მუზეუმში, რომელიც მდებარეობს თავისუფლების მოედანზე, ივანე მაჩაბელის 17 ნომერში.
გამოქვეყნებულია 15-04-2019, 10:39
ჩვენი სკოლის კინოკლუბის ფარგლებში ხუთშაბათს, 4 აპრილს გაიმართა კინოჩვენება. ფილმის შერჩევა ტრადიციულად მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა შორის კენჭისყრის ჩატარებით მოხდა, მოსწავლეთა უმრავლესობისათვის სასურველი ფილმი აღმოჩნდა: „იმიტაციის თამაშები“ (The Imitation Game).
გამოქვეყნებულია 6-04-2019, 11:35
მარტის თვის განმავლობაში, ჩვენი სკოლის მოსწავლეები (VIII ა, I გ, VI გ , IV ა) "სადამრიგებლო აქტივობის" ფარგლებში, იმყოფებოდნენ „ილუზიების მუზეუმში“.
გამოქვეყნებულია 6-04-2019, 10:47
5 აპრილს სკოლა "კანდიდში" გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით ჩატარდა პროექტი - "გაზაფხული შემოსულა ლენ ". პროექტის ორგანიზატორი გახლდათ, ბიბლიოთეკარი - ქალბატონი ნანა ურდულაძე. პროექტი წარმოადგინეს მესამე კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგები - ნინო ფარსმანიშვილი, ირმა გურგენიძე, ნინო ხმალაძე).

გამოქვეყნებულია 4-04-2019, 16:07
28 მარტს მოსწავლეები, (III ა, III ბ და III გ კლასი) იმყოფებოდნენ, თბილისის სახალისო მეცნიერებათა მუზეუმ ,,ექსპერიმენტორიუმში“. სადაც დაათვალიერეს უამრავი ინტერაქტიული ექსპონატი. მათ ასევე მიეცათ საშუალება, ექსპერიმენტები უშუალოდ გამოეცადათ, რაც მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.

გამოქვეყნებულია 4-04-2019, 15:55
სკოლა „კანდიდი“, უკვე რამდენიმე წელია, აქტიური მონაწილეა იმ საგნობრივი ოლიმპიადებისა, რომელსაც საგანმანათლებლო ორგანიზაცია "კინგსი" ახორციელებს. გამონაკლისი არც 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სეზონი ყოფილა.
გამოქვეყნებულია 4-04-2019, 15:47
25 მარტს, სკოლა „კანდიდის“ I გ კლასის მოსწავლეები (დამრ: ე. ჯანეზაშვილი) ესტუმრნენ "ბარამბოს" ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან აწარმოებს, სხვადასხვა სახის საკონდიტრო და ტკბილეულის პროდუქციას. საწარმოს ანალოგი არ ჰყავს ამიერკავკასიაში: მასშტაბით, ხარისხით და წარმოების ტექნოლოგიით.

გამოქვეყნებულია 4-04-2019, 15:13
26 მარტს VI ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელთან ერთად, იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ არქივში, სადაც გაიმართა აღდგენილი ქართული მულტიპიკაციური ფილმების ჩვენება. ბავშვებმა ნახეს ცხრა მულტიპლიკაციური ფილმი, რომელთაგან უმეტესობა ნანახი არ ჰქონდათ, სწორედ ამიტომ, მათთვის აღნიშნული ვიზიტი მეტად საინტერესო აღმოჩნდა.


kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
აპრილი 2019 (11)
მარტი 2019 (6)
თებერვალი 2019 (8)
იანვარი 2019 (2)
დეკემბერი 2018 (20)
ნოემბერი 2018 (11)