ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სკოლა "კანდიდი"
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
სწავლა - ნათელი მომავლისათვის
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
გამოქვეყნებულია 11-04-2022, 10:31
,,გაზაფხულდა აყვავილდა ნუში"🌷
დაწყებითი სკოლის ბიბლიოთეკარის📚 - ნანა ურდულაძის ინიციატივით, ჩატარდა გაზაფხულის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობდნენ III ა და IV ბ კლასის მოსწავლეები👩‍🦰🧑‍
გამოქვეყნებულია 7-04-2022, 10:29
"ჯანსაღი ცხოვრების წესი" 🏃‍♂️🚶‍♀️
#სკოლისექთანმა კანდიდის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა 👩‍⚕️
გამოქვეყნებულია 7-04-2022, 10:28
📣7 აპრილი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა! 👩‍⚕️👨‍⚕️🥼
ამჯერად კანდიდის მოსწავლეები და #საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის თავმჯდომარე ეკატერინე მოლაშხია
მდგრადი განვითარების #3 მიზანს - #ჯანმრთელობადაკეთილდღეობა ეხმიანებიან 🔔
📌 რა იცით ვირუსული ინფექციების შესახებ?
📌 მოსწავლეთა ინტერესის სფეროს შიდსი და კოვიდ-ვირუსი წარმოადგენდა 🦠 გარდა ინფექციების აღწერილობისა, მოსწავლეებმა იმსჯელეს გამომწვევ მიზეზებზე, გავრცელების გზებზე, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების მნიშვნელობაზე, ვაქცინაციის როლსა და სამოქალაქო ცნობიერების გავლენაზე ვირუსის გავრცელების კუთხით 🔔
მათ მოირგეს მკვლევარის როლი 🔎 ჩაატარეს კვლევა და აიღეს ინტერვიუ 📝 გაანალიზეს სტატისტიკური მონაცემები 📊 შემოგვთავაზეს საკუთარი მიგნებები და დასკვნები 📝
გვიხარია, რომ კანდიდის მოსწავლეები ზრუნავენ ადამიანების #ჯანმრთელობასადაკეთილდღეობაზე და ცდილობენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ✅
გამოქვეყნებულია 2-04-2022, 15:13
შეხედე აუტიზმს გულით, შენს თვალს შესაძლოა რამე გამორჩეს 💛
2 აპრილი - აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა 💛
III ა კლასი 🧡
პედაგოგი - ეკატერინე ხმალაძე🧡
გამოქვეყნებულია 1-04-2022, 15:12
პროექტი - "მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში"👩‍🏫
2 აპრილი - ბავშვთა წიგნის საერთაშორისო დღე და ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეა❕
III ა კლასს ესტუმრა ამავე კლასის მოსწავლის, ლუსი ბეკურაშვილის მშობელი - თამუნა ბეკურაშვილი❤
დამრიგებელი - ეკატერინე ხმალაძე💜
ქ-ნმა თამუნამ მოსწავლეებს გააცნო ჰანს კრისტიან ანდერსენის ბიოგრაფია, წაუკითხა ზღაპარი "ნამცეცა"📖
მოსწავლეებმა შეასრულეს ეპიზოდური ნახატები🎨
მადლობას ვუხდით ქ-ნ თამუნას პროექტის ფარგლებში საინტერესო აქტივობისათვის❣️
გამოქვეყნებულია 1-04-2022, 15:11
პრაქტიკული სამართალი
მოსწავლეებისთვის 👩‍💻🧑‍⚖️
⌛კანდიდის მოსწავლეები მონაწილეობდნენ პრაქტიკული სამართლის კლინიკის მიერ ორგანიზებულ პროექტში, რომლის მიზანი IX-XI კლასების მოსწავლეებისთვის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა 🎯 მათი მომზადება სამოქალაქო საზოგადოების ღირსეულ წევრებად ✅
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიარეს 12 ტრენინგ-კურსი, პრაქტიკული მაგალითებით დაინახეს სამართლის როლი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში ✅
კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა გააცნობიერეს თავიანთი უფლებები და პასუხისმგებლობები იმ საზოგადოების წინაშე, რომლის წევრებიც თავად არიან 🤗
მადლობას ვუხდით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სამართლის კლინიკას, ტრენერებსა და მოსწავლეებს 🤗👏
იმედს ვიტოვებთ, სკოლა კანდიდისა და იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომლობა სამომავლოდ კვლავ გაგრძელდება 🧡
გამოქვეყნებულია 30-03-2022, 15:11
-რა ხდება იქ სადაც ჩრდილები ცოცხლდებიან❓
III ა კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს ჩრდილების თეატრი და წარმოადგინეს სულხან-საბა ორბელიანის სხვადასხვა იგავი🎭👏
,,ბუნებისმეტყველების და ქართულის" ინტეგრირებული პროექტი⬇️
პედაგოგი-ეკატერინე ხმალაძე🤍
გამოქვეყნებულია 28-03-2022, 15:10
📣გაცნობებთ რომ შეგროვდა საკმაო რაოდენობის სურსათ-სანოვაგე, რომელიც გაიგზავნა უკრაინაში🇺🇦
მადლობა თვითმმართველებს და
უკრაინის მხარდაჭერისთვის გაერთიანებულ კანდიდელებს✊
🇬🇪🇺🇦
#SlavaUkraini
#მთავარიათანადგომა
გამოქვეყნებულია 22-03-2022, 15:07
ნაწილი მეორე☀️
იცოდით რომ❓
📌დაუნის სინდრომი დაავადება არ არის, გენეტიკური ცვლილებაა
📌პირველად სინდრომი 1866 წელს ბრიტანელმა ფიზიკოსმა ჯონ დაუნმა აღწერა, სწორედ ამიტომ სინდრომს დაუნის სინდრომი ეწოდა
📌ოფიციალურად მსოფლიოში 2011 წლიდან, ხოლო საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება✅
📌დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე დაწესებულია იმისთვის, რომ მეტი გავიგოთ სინდრომის მქონე პირების შესახებ, გამოვუცხადოთ მხარდაჭერა და გავცეთ სითბო🌞
ამჯერად დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შესანიშნავად გამოხატეს მხარდაჭერა💛👏
#მეგობრებიარითვლიანქრომოსომებს
გამოქვეყნებულია 21-03-2022, 17:46
📣21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა 🌲🌳🌿🍃
👨‍🏫"მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში"
🌳"საქართველოს დაცული ტერიტორიები"
II ა კლასს ესტუმრა ამავე კლასის მოსწავლის, მარიამ საბანიძის 👨‍👧 მშობელი - ლევან საბანიძე (ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორი)
და რეინჯერი - დემეტრე ლაცაბიძე(ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტი)✅
👩‍🏫დამრიგებელი - ნინო ფარსმანიშვილი💛
📌ბ-ნ ლევანმა, მოსწავლეებს გააცნო საქართველოს დაცული ტერიტორიები, ესაუბრა რეინჯერების მნიშვნელობაზე, მათ ფუნქციებზე, ვიდეო-კოლაჟით გააცნო საქართვლოს ენდემური სახეობები🌱
დიდ მადლობას ვუხდით ბ-ნ ლევანს და ბ-ნ დემეტრეს პროექტის ფარგლებში საინტერესო აქტივობისათვის❣️

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)