ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სკოლა "კანდიდი"
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
სწავლა - ნათელი მომავლისათვის
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
გამოქვეყნებულია 17-01-2018, 12:41
17 ნოემბერს მოსწავლეები იმყოფებოდნენ მთაწმინდის პანთეონში და ხელოვნების მუზეუმში. ბავშვებმა იაკობ გოგებაშვილის საფლავთან წარმოთქვეს მისი მოთხრობები და ლექსები. ხელოვნების მუზეუმში მოინახულეს არქეოლოგიური აღმოჩენები, ძველი ოქრომჭედლობა და კავკასიური ტანისამოსი.
გამოქვეყნებულია 17-01-2018, 12:36
2 ნოემბერს, მე–2 გ კლასში დაიწყო მშობელთა ჩართულობა. მარიამ ნევსკის მშობელმა, სალომე ჩახუნაშვილმა გააკეთა პრეზენტაცია ჟურნალისტიკის სფეროზე
გამოქვეყნებულია 17-01-2018, 11:55
24.10.2017 მე–2 გ კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურულ ცენტრ ,,მუზაში“. მათ ნახეს სპექტაკლი ,, კარლსონი“.
გამოქვეყნებულია 16-01-2018, 14:16
ახალი წელი ახალი იმედების, სურვილების ასრულების, ოცნებების ფრთაშესხმის მოლოდინია.
ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ყველა ელოდება საუკეთესო სიახლეებს.
სკოლა „კანდიდში“ ხელოვნების მასწავლებლის, ნინო არონიას ხელმძღვანელობითა და სკოლის თვითმმართველების ინიციატივით, მოსწავლეებმა ნახატებითა და გირლანდებით გააფორმეს საკლასო ოთახის კარებები, დერეფანი, საკუთარი ხელით შექმნეს ნაძვის ხის სათამაშოები, ჯამბაზები, მოცეკვავე თოვლის ბაბუები.
ათასფერად მოირთო და განათდა სკოლა. წინასაახალწლო ფაციფუცმა და მზადებამ ამაღლებული, საზეიმო განწყობა შექმნა.
გამოქვეყნებულია 15-01-2018, 14:21
მშობელთა ჩართულობის პროექტით IVა კლაში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე -"ძველი ქართული თამაშობანი" გაკვეთილს უძღვებოდნენ: ცოტნე შამათავას დედა ქ.ნი ხათუნა ჭილაძე და ნია გოგბერაშვილის დედა ქ.ნი ქეთი ქისიევა .
გამოქვეყნებულია 15-01-2018, 13:42
გაკვეთილი " სუდოკუს" თემაზე ჩაატარა ლუკა ავსაჯანიშვილის მამიდამ ქ-ნმა ნინო ავსაჯანიშვილმა.

გამოქვეყნებულია 12-01-2018, 19:49
დიდი ქართველი მწერლების აკაკის, ილიას და იაკობის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უკეთ შესწავლისთვის 3 ა , 3 ბ და 3 გ კლასების დამრიგებლებმა - ეკატერინე ხმალაძემ, რუსუდან ალიბეგაშვილმა და მირანდა კეშელავამ ჩაატარეს შემეცნებით-გაცნობითი ღონისძიება. მოსწავლეებს მიეწოდათ დამატებითი ინფორმაცია მწერლების შესახებ, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული, მოიძიეს და ნახატების სახით წარმოადგინეს ხსენებული მწერლების შემოქმედება. მოხდა ფილმის ჩვენება დარბაზში, რომელსაც მოსწავლეებმა დიდი ინტერესით ადევნეს თვალი. ფილმის ჩვენების მერე ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.
გამოქვეყნებულია 11-01-2018, 10:31
23 ოქტომბრიდან დაიწყო ბოულინგის კლუბის ლებოვსკის სასკოლო ტურნირები, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 1000-მდე 8-12 კლასის მოსწავლე.ხოლო სპონსორობას უწევდა ლიმონათი ზედაზენი. სასწავლო წლის დასაწყისისთვის ეს იყო ძალიან მაგარი სიახლე, The DUDE სკოლის მოსწავლეებს მასპინძლობდა.
ტურნირი უზომოდ დიდი ემოციით წარიმართა. უკვე მეორე წელია, რაც სკოლა ,,კანდიდი“ იღებს მონაწილეობას ამ ტურნირში.შეიქმნა გუნდები,რომლებიც 5-5 მოსწავლით დაკომპლექტდა,ბევრი მათგანი კი ძალიან ნიჭიერი და კარგი მოთამაშე აღმოჩნდა.
გამოქვეყნებულია 30-12-2017, 10:48








გამოქვეყნებულია 29-12-2017, 15:22
ჩვენი სკოლა ყოველთვის აქტიურად არის ჩართული ინტელექტუალურ თამაშში – "ტვინების ბრძოლა", რომელის ორგანიზატორიც გახლავთ შემეცნებით–საგანმანათლებლო პროექტების კომპანია " Brains.ge". კომპანიის მიზანია ახალგაზრდებში ლოგიკური აზროვნების განვითარება და არაფორმალური მეთოდებით განათლების დონის ამაღლება.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)