ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 5-06-2019, 10:12
...

გამოქვეყნებულია 31-05-2019, 10:45
25 აპრილს ჩვენმა პედაგოგმა ირინა ჭამტურიამ Iბკლასშიჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი მათემატიკაში, რომლის მიზანი იყო წლის მანძილზე განვლილი მასალის გამეორება, პრობლემის გადაჭრისა და მსჯელობის უნარის განვითარება.

გამოქვეყნებულია 30-05-2019, 15:17
25 მაისს სკოლა „კანდიდში“ თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული „flea market” – ი (გამოფენა-გაყიდვა) ჩატარდა, რომელსაც „მწვანე აქცია“ ეწოდა.

გამოქვეყნებულია 30-05-2019, 11:30
...

გამოქვეყნებულია 29-05-2019, 13:02
22 მაისს კიდევ ერთხელ გაისმა ბოლო ზარი, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა მომავლისკენ და კიდევ ერთხელ გაჟღერდა სიტყვები მადლიერებასა და სიყვარულზე!
.... ღიმილიანი...კრეატიული...ენაკვიმატი და ბობოქარი ბავშვები...

გამოქვეყნებულია 29-05-2019, 11:54
სკოლა "კანდიდის" ll გ კლასში (დამრიგ. მაია კახაია) სტუმრად იმყოფებოდა ამავე კლასის მოსწავლის, სალომე ალადაშვილის, მშობელი - მამა ლევანი. ბავშვებსა და მამაოს შორის დიალოგი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. შეხვედრის დასასრულს, მამაომ დალოცა პატარები და წარმატებები უსურვა მათ.

გამოქვეყნებულია 29-05-2019, 11:51
ჩვენი სკოლის დაწყებითი საფეხურის ბიბლიოთეკართან - ნანა ურდულაძესთან ერთად ll გ კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი – " ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო..."

პროექტის ფარგლებში, ბავშვებმა ისაუბრეს ზღაპრის მნიშვნელობაზე მათ ცხოვრებაში. წარმოადგინეს საყვარელი ზღაპარი, დაახასიათეს ამ ზღაპრის მთავარი პერსონაჟი, ასევე მოამზადეს ნახატები, სადაც ასახეს ერთ-ერთი ეპიზოდი მათი რჩეული ზღაპრიდან, ნამუშევართა გამოფენა მოეწყო ბიბლიოთეკაში.

გამოქვეყნებულია 23-05-2019, 12:59
2019 წლის გაზაფხულის სეზონის კინგსის ოლიმპიადების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა - სკოლის საოლიმპიადე შედეგების გაუმჯობესება მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია პედაგოგების ჩართულობა. ინგლისურის ენისა და ქართული ენის ოლიმპიადის შედეგებიდან გამომდინარე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კამპანიაში ჩართულ ინგლისურის ენისა და ქართული ენის 718 პედაგოგს გადაეცა შესაბამისი ხარისხის დიპლომი და გამონაკლისი არც სკოლა "კანდიდის" პედაგოგები ყოფილან.

გამოქვეყნებულია 18-05-2019, 10:57
18 მაისს, პედაგოგმა ნინო ხმალაძემ მე–3 გ კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი ბუნებისმეტყველებასა და ქართულში (ინტეგრირებული) თემაზე: ,,ღრუბელი და წვიმა’’, ,,დარის ღრუბელი’’.

გამოქვეყნებულია 18-05-2019, 10:47
18 მაისს პედაგოგმა ეთი ჯანეზაშვილმა I გ კლასში ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი მათემატიკაში. პატარებმა, შეაჯამეს განვლილი მასალა და იმოგზაურეს „ციფრთა სამყაროში“. გაიხსენეს: კენტი და ლუწი, წინა და მომდევნო რიცხვები. შეასრულეს შეკრება-გამოკლება დაშლის ხერხით (ათეულის გავლით), შეადგინეს და ამოხსნეს ამოცანები, გეომეტრიული ფიგურების გამოყენებითა და მაგალითების პასუხების მეშვეობით ააწყვეს ნახატი "ჩვენი ეზო".
საბოლოოდ, გაკვეთილი მეტად სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გამოვიდა.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)